უზარმაზარი მასტიფისა და პატარა ჩიხუახუას საოცარი მეგობრობა (+ვიდეო)
უზარმაზარი მასტიფისა და პატარა ჩიხუახუას საოცარი მეგობრობა (+ვიდეო)
ცხოველების თავშესაფარში უჩვეულო შემთხვევადა ფიქსირდა. უზარმაზარი მასტიფი, სახელად ნერო და პატარა ჩიხუახუა, სახელად დიგბი საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

ეს თავშესაფარი ჰერტფორშირში (დიდი ბრიტანეთი) მდებარეობს. ცხოველების მომვლელები ამ ფაქტით გაოცებულნი არიან.

"არასოდეს შემხვედრია მსგავსი წყვილი, რომლებსაც ასე ძალიან უყვართ ერთმანეთი. ჩვენთვის ძალიან რთული იქნება მათი დაშორება, რადგან ისინი საუკეთესო მეგობრები არიან. ძაღლები მთელ დღეებს ერთად ატარებენ.
სასიამოვნო საყურებელია, როცა დიგბი ძვრება ნეროს ზურგზე და ასე იძინებს. ნერო ამ პატარა არსებასთან ძალიან ფრთხილად თამაშობს, რომ ზიანი არ მიაყენოს მას."- ამბობს თავშესაფრის დირექტორი ანა იუთი.

Zooclub

მიუხედავად იმისა,
რომ დიგბი და ნერო განუყრელი მეგობრები არიან, არსებობს გარკვეული სიტუაციები, როცა მათ აცალკევებენ, რადგან ასე
გადაწყვიტეს ძაღლების მომვლელბმა.

Zooclub

მაგალითად, მათ სძინავთ და საკვებს იღებენ სხვადასხვა ოთახში. ნერო ძალიან ბევრს ჭამს, მომვლელების თქმით, საკვების მიღებისას შეიძლება შემთხვევით პატარა ჩუხუახუა გადაეყლაპოს, ხოლო მათი ღამე ერთად დატოვებაც საშიშია, რადგან მასიტფი 40-ჯერ აღემატება ზომით ჩიხუახუას და შესაძლოა ძილის დროს ის შემთხევით გასრისოს.

თავშესაფარში მათი მოყვანის დღიდან დიგბის აყვანის სურვილი გამოთქვა 200-მა ადამიანმა, ხოლო ნეროსი, მხოლოდ 1-მა, თუმცა, თავშესაფრის პერსონალს არ სურს მათი გაჩუქება სხვადასხვა ოჯახებში.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ობოლი შველი და მისი საუკეთესო მეგობარი

ბიჭმა ნავსადგურში მკვდარი დელფინი შეამჩნია.. ეს მოვლენა წარმოუდგენელი ისტორიის საწყისად იქცა…

დაუნდობელი გრიზლისა და ადამიანის ნამდვილი მეგობრობა
anna
ორივეს წავიყვანდი საქართველოში რომ იყვნენ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?