როგორ მოხვდა ძაღლი მიწაში ნახევარი მეტრის სიღრმეზე ვერავინ მიხვდა. მეხანძრეებმა სამაშველო ოპერაცია დაიწყეს (+ვიდეო)
როგორ მოხვდა ძაღლი მიწაში ნახევარი მეტრის სიღრმეზე ვერავინ მიხვდა. მეხანძრეებმა სამაშველო ოპერაცია დაიწყეს (+ვიდეო)
გასულ კვირას მოხალისე მეხანძრეთა ჯგუფს მეტად რთული ამოცანა დაევალათ. ცხოველთა სამაშველო ხაზზე შევიდა ზარი, სადაც დახმარებას ითხოვდნენ. ადგილზე მისულებს შემდეგი სიტუაცია დახვდათ: თვითმხილველების თქმით, პატარა ტანის ძაღლი, წვიმის დროს, უცნაურად აღმოჩნდა წყალგაყვანილობის მილების ქვეშ, მიწაში ნახევარი მეტრი სიღრმეზე.


სამაშველო ჯგუფი ძაღლის გადარჩენაში ჩაერთო. სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო.

Zooclub

ძაღლი, ფაქტობრივად, მიწის ქვეშ იმყოფებოდა. მათ დიდი რაოდენობით ტალახი უნდა ამოეთხარათ, რომ ძაღლი ეპოვათ და ამოეყვანათ.

Zooclub

უკან დახევას არავინ აპირებდა. მაშველები თავდაუზოგავად მუშაობდნენ. გაჭედილი ძაღლი ნახევრად უკვე ჩანდა.

Zooclub

მას მერე, რაც ძაღლი საბოლოოდ განთავისუფლდა ზემოდან
დაწოლილი მიწისგან, იგი უცებ ამოიყვანეს სამშვიდობოს.

Zooclub

გაურკვეველია, თუ როგორ გაიჭედა ძაღლი მილებში, ან რამდენი ხანი
იყო იქ, მაგრამ იგი ამ ხიფათს მძიმე დაზიანებების გარეშე გადაურჩა. მაშველებმა ისინი ვეტპუნქტში გადაიყვანეს. რამოდენიმე დღეში ძაღლი თავის ოჯახს დაუბრუნდება.


იხილეთ ვიდეო

duda
გაიხარეთ,როგორც მე გამახარეთ.
marina gociridze
გენაცვალეტ ვისაც ასე სეგტკივატ გული ცხოველებზე გაიხარეტ
liza
საწყალი ძაღლი
52
გმირები ხართ ბიჭებო, უფალმა დაგლოცოთ ეს სიკეთე თქვენ აუცილებლად დაგიბრუნდებათ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?