მიტოვება კიდევ არაფერია იმასთან, რაც ამ წლის დასაწყისში მოხდა. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის მიერ ნაპოვნი იქნა 150 მასტიფის ჯიშის ძაღლი, რომელიც მანქანით დასახოცად გადაყავდათ სასაკლაოზე. როგორც აღმოჩნდა, ისინი 5 დოლარად იყიდეს, ამიტომ სიკვდილის შემდეგ მათი ხორცი და ტყავი იქნებოდა გამოყენებული. საბედნიეროდ, ამის შესახებ ცხოველთა უფლებების დამცველებმა გაიგეს და ყველა ძაღლი თავის მანქანაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ,
მართალია ეს ძაღლები ქვეყნის სიმბოლოდ ითვლებიან, თუმცა მსგავს ფაქტებს ის იწვევს, რომ მათი შენახვა ძალიან ძვირი ჯდება. მათ შესანახად ყოველდღე 60 დოლარია საჭირო.
“ათი წლის წინ მოდაში გერმანული მეცხვარე ნაგაზი იყო, შემდეგ ოქროს რეტრიველი, მერე დალმატინელი და ჰასკი. მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ტიბეტური მასტიფი ხორცის სატვირთო მანქანაზე აღმოჩნდებოდა”, - აღნიშნავს საერთაშორისო ვეტერინარული მომსახურების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მერი პენგი.
მათ გადასარჩენად ჩინეთში სპეციალური ჯგუფები ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მათგანია Together For The Animals In China. მათ ძაღლების გადასარჩენად კამპანია და თანხების შეგროვება დაიწყეს, რითაც ისინი ეხმარებიან ამ ჯიშის ძაღლებს საშინელი სასაკლაოებისგან თავის დაღწევაში. ისინი მასტიფებს სამაშველო და პროფესიულ მომსახურებასაც უწევენ.