საუკეთესო ძაღლის ჯიშები ასაკოვანი ადამიანებისთვის
საუკეთესო ძაღლის ჯიშები ასაკოვანი ადამიანებისთვის
ხანში შესულმა ადამიანმა სასურველია იყოლიოს ძაღლი ან კატა, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი გახდება და ყოველთვის მის გვერდით იქნება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა შვილები და შვილიშვილები მისგან შორს ცხოვრობენ და არ აქვთ იმის დრო, რომ ყოველდღიურად მოინახულონ თავიანთი მოხუცი მშობელი.

დაიმახსოვრეთ, როცა ასაკოვან ადამიანს ურჩევთ ცხოველს, უპირატესობა ზრდასრულ ძაღლს მიანიჭეთ. ის ყველაზე კარგად გაუწევს მოხუც ადამიანს კომპანიონობას და მისი საუკეთესო მეგობარიც გახდება, თუმცა, არსებობს ძაღლის ჯიშები, რომლებსაც სპეციალისტები ასკოვან ადამიანებს ურჩევენ.

კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი

Zooclub

ეს ძაღლი შეიქმნა იმისთვის, რომ იცხოვროს ბინაში, სწორედ სახლის პირობებში გრძნობენ ისინი თავს
კომფორტულად. სპანიელის ეს სახეობა საკმაოდ მშვიდია, მას შეუძლია საათობით იჯდეს დივანზე და არ შეგაწუხოთ, როცა
თქვენ კითხულობთ ან უყურებთ ტელევიზორს.

მოპსი

Zooclub

ამ ჯიშის ძაღლი საკმაოდ მშვიდია, მოხუცი ადამიანი მის გარემოცვაში საკმაოდ კომფორტულად იგრძნობს თავს.

მალტეზი

Zooclub

კინგ ჩარლს სპანიელი არ გამოირჩევა სიცელქით, თუმცა, სხვა ძაღლებთან შედარებით ითხოვს მეტ მზრუნველობასა და მოვლას. პატარა მალტეზი მეტად ენერგიულია, ვირდე მოპსის ჯიშის ძაღლი.

ბიშონ ფრიზი

Zooclub

ამ ჯიშის სახით, თქვენ გეყოლებათ ბედნიერი მეგობარი, რაც საინტერესოს გახდის თქვენს ცხოვრებას. მას სჭირდება მოვლა და სეირნობა, მაგრამ თქვენთან ერთად მშვიდ გარემოშიც თავს კომფორტულად იგრძნობს.

იორკშირული ტერიერი

Zooclub

ეს პატარა ჯიშის ძაღლი, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია იმ ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობენ. ისევე როგორც სხვებს ამ ჩამონათვალიდან, მასაც სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, თუმცა, იორკშირული ტერიეტი თქვენი საუკეთესო და ერთგული მეგობარი იქნება.

გრეიჰაუდი

Zooclub

ჩვენ ვიცით რასაც იფიქრებდით, როცა ამ ჩამონათვალში გრეინჰაუდს დაინახავდით. რატომ? თუმცა, გრეინჰაუდი ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც ძალიან უყვარს სახლში ყოფნა. ის ნაზი და სათუთი ძაღლის ჯიშია. უდავოა, მასაც სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, თუმცა, იმ ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომლებსაც დიდი ჯიშის ძაღლები მოსწონთ, გრეინჰაუდი იდეალური კოპანიონი იქნება.

ასევე იხილეთ: 

რომელი ჯიშის ძაღლია ბავშვისთვის იდეალური

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ძაღლებზე

10 ყველაზე მოსიყვარულე ძაღლის ჯიში

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?