ლეკვი, რომელიც პატრონთან ერთად ვარჯიშობს, ინტერნეტ სენსაცია გახდა (+ვიდეო)
ლეკვი, რომელიც პატრონთან ერთად ვარჯიშობს, ინტერნეტ სენსაცია გახდა (+ვიდეო)
ვარჯიში მეტად სახალისო ხდება, როცა გვერდით ისეთი "პარტნიორი" გყავს, როგორიც ლეკვია. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა შენს ოთხფეხა პატარა მეგობართან ერთად ყოველდღიურ ვარჯიშებს ასრულებ.

გერმანიაში მცხოვრებმა მამაკაცმა, სახელად ერიკმა გადაიღო სახალისო ვიდეო, სადაც აღბეჭდა, როგორ ასრულებს "აჯიმანიას" თავის ლეკვთან ერთად. ორი კვირის განმავლობაში ვიდეო რგოლი ნახა 80 ათასზე მეტმა ადამიანმა.

ერიკის ვარჯიში მეტად უცნაურია. ყოველი აზიდვის შემდეგ მამაკაცი ხელს ართმევს ლეკვს და შემდეგ კოცნის. მისი თქმით, არ ელოდა, თუ ასეთი პოპულარული გახდებოდა ვიდეო რგოლი.

თავიდან მან ვიდეო განათავსა Fecebook-ის ჯგუფში Dogaroo, სადაც რამდენიმე
მილიონი ნახვა ჰქონდა, ხოლო შემდეგ ვიდეო Youtube-ზეც გამოჩნდა.

"ჩემი ლეკვი ტინი საოცარი ნიჭით გამოირჩევა. მან
რეკორდულ დროში ისწავლა "აჯიმანიის" გაკეთება და თათის ჩამორთმევა. ტინი კატა ჯიჯის ძალიან კარგი წყვილი იქნებოდა. ეს კატა ავსტრალიაში ცხოვრობს და სკეიტბორდის ნამდვილი პროფესიონალია."- ამბობს ერიკი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

გოგონამ ზვიგენებთან ერთად იცეკვა

ამ ძაღლს ყველა იატაკის ჩვრად თვლიდა და ის არავის სჭირდებოდა...

ეს ცხენი ბალერინაზე კარგად ცეკვავს. ნახეთ ღვთაებრივი შესრულება, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ…
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?