ძაღლები ბავშვებს ალერგიული რეაქციებისგან იცავენ
ძაღლები ბავშვებს ალერგიული რეაქციებისგან იცავენ
ბავშვები, რომლებსაც ძაღლებთან დაბადებიდანვე აქვთ კონტაქტი, გაცილებით იშვიათად ავადდებიან ალერგიული პათოლოგიებით. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მიუნხენის ჰიგიენის ნაციონალური ცენტრის თანამშრომლები 3 ათასზე მეტი ბავშვის გამოკვლევის შედეგად.

საკვლევ პირებზე დაკვირვება დაბადებისთანავე იწყებოდა და 6 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ბავშვების მშობლები რეგულარულად ავსებდნენ ანკეტას, რომელშიც მიუთითებდნენ, რამდენად ხშირი და მძიმე იყო ალერგიული რეაქციები, ასევე - ჰყავდათ თუ არა შინ ცხოველები. გარდა ამისა, მათი სახლის მტვერში რეგულარულად იზომებოდა ალერგენების შემცველობა. 6 წლის ასაკში კი ბავშვების სისხლში განსაზღვრავდნენ E იმონოგლობულინის დონეს მტვრის, ტკიპებისა და სხვა ალერგენების
მიმართ რეაქციების მარკერებით.

შედეგად გაირკვა, რომ ბავშვებს, რომლებსაც ძაღლები ჰყავდათ, ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა საგრძნობლად
ნაკლები ჰქონდათ. კვლევის ავტორთა ვარაუდით, ეს კანონზომიერება შესაძლოა განპირობებული იყოს ბავშვის იმუნური სისტემის ადრეული კონტაქტით შინაური ცხოველების თათებსა და ბეწვზე არსებულ ალერგენებთან.

ინფორმაცია გამოყენებულია საიტიდან mkurnali.ge
ზ.კალორია
ტოქსოპლაზმოზზე გასინჯენ მაი ბოვში?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?