ის გარდაცვლილ დედას არ შორდებოდა და არავის იკარებდა… მაგრამ ეს არ იყო ამ ისტორიის დასასრული (+ვიდეო)
ის გარდაცვლილ დედას არ შორდებოდა და არავის იკარებდა… მაგრამ ეს არ იყო ამ ისტორიის დასასრული (+ვიდეო)
ცხოველთა გადარჩენის ცენტრში, სადაც კეტი ხადსონი და კორტნი კლერიკო მუშაობენ, შევიდა ზარი ლეკვზე, რომელიც მარტოდმარტო გზის პირას იწვა. გოგონები პატარას დასახმარებლად მაშინვე გაეშურნენ. საქმე იმაშია, რომ რამოდენიმე დღის წინ ამ ლეკვის დედა მანქანამ გაიტანა და პატარა დედის სხეულს არაფრით შორდებოდა.

კეტიმ და კორტნიმ რა არ სცადეს, რა ხერხს არ მიმართეს, თუმცა, უკარება ლეკვს მაინც ვერ მიუახლოვდნენ.

Zooclub

როდესაც პატარა ხის უკან დაიმალა, კეტიმ მისი დამშვიდება სცადა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.

Zooclub

მაშინ გოგონებმა გადაწყვიტეს ლეკვის ხაფანგში გაბმა. ისინი არ ნებდებოდნენ. ერთ საათში ლეკვი ცოტა დამშვიდდა.
მაშველებმა ისარგებლეს მომენტით და დაიჭირეს.

Zooclub
მაგრამ ეს არ იყო ამ ისტორიის დასასრული (+ვიდეო)" width="435" height="298" />

კეტისა და კორტნის ეგონათ, რომ ლეკვს რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დასჭირდებოდა, მაგრამ როდესაც მეორე დღეს ლეკვის სანახავად მივიდნენ, პირველი, რაც დაინახეს იყო მისი ბედნიერი სახე და მოქიცინე კუდი. გოგონებმა ლეკვს პრინცი დაარქვეს.

Zooclub

პრინცს ახლა მკურნალობენ. ის ელოდება მოსიყვარულე პატრონს, რომელიც აუცილებლად გამოჩნდება.

იხილეთ ვიდეო
მილდა-მართა
მათი გულის გასაღები ყველას მოგვეპოვება...და, რა განძია მათი გული!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?