21.05.2015
ცხოველთა გადარჩენის ცენტრში, სადაც კეტი ხადსონი და კორტნი კლერიკო მუშაობენ, შევიდა ზარი ლეკვზე, რომელიც მარტოდმარტო გზის პირას იწვა.
გოგონები პატარას დასახმარებლად მაშინვე გაეშურნენ. საქმე იმაშია, რომ რამოდენიმე დღის წინ ამ ლეკვის დედა მანქანამ გაიტანა და პატარა დედის სხეულს არაფრით შორდებოდა.
კეტიმ და კორტნიმ რა არ სცადეს, რა ხერხს არ მიმართეს, თუმცა, უკარება ლეკვს მაინც ვერ მიუახლოვდნენ.
როდესაც პატარა ხის უკან დაიმალა, კეტიმ მისი დამშვიდება სცადა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.
მაშინ გოგონებმა გადაწყვიტეს ლეკვის ხაფანგში გაბმა. ისინი არ ნებდებოდნენ. ერთ საათში ლეკვი ცოტა დამშვიდდა.
მაშველებმა ისარგებლეს მომენტით და დაიჭირეს.
მაგრამ ეს არ იყო ამ ისტორიის დასასრული (+ვიდეო)" width="435" height="298" />
კეტისა და კორტნის ეგონათ, რომ ლეკვს რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დასჭირდებოდა, მაგრამ როდესაც მეორე დღეს ლეკვის სანახავად მივიდნენ, პირველი, რაც დაინახეს იყო მისი ბედნიერი სახე და მოქიცინე კუდი. გოგონებმა ლეკვს პრინცი დაარქვეს.
პრინცს ახლა მკურნალობენ. ის ელოდება მოსიყვარულე პატრონს, რომელიც აუცილებლად გამოჩნდება.
იხილეთ ვიდეო