პოლიციელმა ძაღლის გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო (+ვიდეო)
პოლიციელმა ძაღლის გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო (+ვიდეო)
ყველა პროფესიაში თითოეული ქმედება  პიროვნების შინაგანი ბუნებიდან გამომდინარეობს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცხოველთა მოყვარული არ არის, რაც კოლუმბიელმა პოლიციელმა გააკეთა, ამ ნაბიჯს ნამდვილად არ გადადგამდა, მიუხედავად თავისი მოვალეობისა.

პოლიციის ოფიცერმა სწრაფად მოახდინა რეაგირება, როდესაც ძაღლი მდინარეში ჩავარდა და ძლიერი დინების გამო, გადარჩენის შანსები აღარ ჰქონდა.

კოლუმბიის პოლიციის ოფიციალურ Youtube-ის გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საცოდავი ძაღლი ადიდებულ მდინარეში იხრჩობა. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ძაღლი ბედს მიენდო და გადარჩენისთვის აღარც იბრძვის.

რამდენიმე პოლიციელი არ დანებდა, ბოლომდე იბრძოლეს და ცხოველი სამშვიდობოს გამოიყვანეს.
ძაღლი ძალიან დასუსტებული იყო. ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ხელოვნური სუნთქვაც კი ჩაუტარა.

ვიდეოს Youtube-ზე არა ერთი
კომენატარი მოყვა:

"თქვენ საოცარი ადამიანები ხართ, ეს მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პოლიციელი." 

"ამ ვიდეოს ყურებისას თვალზე ცრემლი მომადგა. თქვენ გმირები ხართ. ვინც ამ ვიდეოს ნახავს, ალბათ ყველა დამეთანხმება."

საბედნიეროდ, ძაღლი გადარჩა და ვეტერინარულ კლინიკაში მკურნალობს. პოლიციელები, რომლებმაც ძაღლი გადაარჩნეს, ხშირად მიდიან მის სანახავად.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

ოდესღაც ეს ძაღლი თავშესაფრიდან აიყვანეს. რამოდენიმე წლის შემდეგ მან პატრონს სამაგიერო გადაუხადა

მაშველებმა გადაარჩინეს ორი თუთიყუში, რომლებიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან ყვიროდნენ და შველას ითხოვდნენ

"ვერ წარმომიდგენია, რა მომივიდოდა ნეოს გარეშე - მან მე გადამარჩინა...."
lali
არ მგვანებიან ჩვენ პოლიციელებს? ყველაზე სასტიკი და სამარცხვინო ხალხი ვართ დედამიწაზე. ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა
manana
ძარლის გადასარჩენად თავი გასწირეს,საქართველოში კი უმწეო კნუტს ესკალატორში აგდებენ დასაგლეჯად. როდის ვიყავით კარგები იქნებ ვინმემ მითხრას?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?