პოს ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდა. იგი ცხოვრების ბოლო წუთამდე მასზე დარდობდა და ზრუნავდა.
ვეტერინარმა ნილს უთხრა, რომ ძაღლს ჰქონდა სიმსივნე და ის მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლებდა.
ნილმა გადაწყვიტა, რომ თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად კონცერტზე მანქანით წასულიყო. თუმცა, რამდენიმე დღიანი ქალაქიდან გასვლა აშშ-ს სხვადახვა ქალაქში 46-დღიან მოგზაურობად იქცა.
ისინი ამ დროის განმავლობაში 35 ქალაქს ესტუმრნენ.
პატრონმა პოსთვის
მოგზაურობის დროს, პომ ახალი მეგობრებიც შეიძინა.
ამ პერიოდში პო ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა, თუმცა, სუსტად იყო.
ნილს თან ჰქონდა ყველა საჭირო მედიკამენტი, რაც ვეტერინარმა ძაღლს გამოუწერა. პატრონი მას ყოველდღიურ გადასხმებსაც უკეთებდა.
ნილი და ვეტ-ექიმები გაოცებას ვერ მალავდნენ, როგორ შეძლო მძიმე სენით დაავადებულმა ძაღლმა 46 დღის განმავლობაში მოგზაურობა.
პატრონი კვლავ გეგმავს თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად მგზავრობას.
ნილის თქმით, მისი ძაღლი უფრო ბედნიერი იქნება მოგზაურობით, ვიდრე სახლში ჯდომითა და იმ საშინელი წუთების ლოდინით, რაც მისთვის გარდაუვალია.
ასევე იხილეთ:
არავინ ელოდა, თუმცა მან 11 წელს მიაღწია და დაბადების დღეც აღნიშნა
15 წლის ძაღლისთვის, რომელსაც სიარული აღარ შეუძლია, პატრონმა გამოსავალი მოძებნა
ქუჩიდან აყვანილი უბედნიერესი ძაღლი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა