ომში ნაპოვნი ლეკვი სამხედრომ თავის ქვეყანაში წაიყვანა (+ვიდეო)
ომში ნაპოვნი ლეკვი სამხედრომ თავის ქვეყანაში წაიყვანა (+ვიდეო)
ნამდვილი მამაკაცები ყოველთვის გამოირჩევიან ცხოველების მიმართ სიყვარულითა და მზრუნველობით. არა ერთი ფაქტი ყოფილა, როდესაც სამხედროებს ცხოველები გადაურჩენიათ და მათთვის სიცოცხლის მეორე შანსი უჩუქებიათ. არც ცხოველები რჩებიან ვალში მათდამი კეთილგანწყობილ ადამიანებს და სიკეთეს სიკეთითვე პასუხობენ.

სერჟანტი ჯეიკობ ფიშერი მესამედ გადიოდა სტაჟირებას ავღანეთში, როცა პატარა უმწეო ლეკვი შეამჩნია. ის ცხოველების მახეში იყო გაბმული და სიცივისგან კანკალებდა. სერჟანტმა ლეკვი გაათავისუფლა და სამხედრო ბაზაზე წაიყვანა. ლეკვს ჯექსი დაარქვა. ისინი ძალიან შეეჩვივნენ ერთმანეთს. ლეკვი ყოველთვის თან დაყვებოდა ფიშერს, თუმცა, სერჟანტის სამშობლოში დაბრუნების დრო დადგა. მას
ძალიან უჭირდა ლეკვის დატოვება, ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა მიეტოვებინა ეს პატარა არსება, თუმცა, ჯექსის გაუმართლა,
რომ ასეთი კეთილი ადამიანი შეხვდა.

Zooclub

საბედნიეროდ, არსებობს ფონდი, რომელიც სამხედროებს, სურვილის შემთხვევაში დამხარებას უწევს ავღანეთსა და ერაყში ნაპოვნი ცხოველების ტრანსპორტირებაში. სწორედ ამ ორგანიზაციას მიმართა ფიშერმა, რათა ჯექსი აშშ-ში გადაეყვანათ.

მართლაც, რამდენიმე ხანში, ფიშერების ოჯახი ჯექსის აეროპორტში დახვდა.

ეს წარმოუდგენელი სიხარულია ძაღლისთვის, რომელიც ავღანეთში სიკვდილისთვის იყო განწირული. ფიშერების ოჯახმა ახალი ოჯახის წევრი დიდი სიხარულით მიიღო.

აქ სიტყვები ზედმეტია, იხილეთ ვიდეო.


ასევე იხილეთ:

მისი პატრონი სატვირთო ავტომობილის მძღოლი იყო

"სინდისის საჩუქარი" - ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი

ძაღლები ომში - ყველაზე ნამდვილი და ძლიერი მეგობრობა!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?