ისინი მალევე გახდნენ საუკეთესო მეგობრები. ბენი და მისი ერთგული ძაღლი დენალი ერთად დადიოდნენ სამოგზაუროდ და საინტერესო თავგადასავლებს ეძებდნენ იქამდე, სანამ რაღაც არ შეიცვალა მათ ცხოვრებაში - ბენს მესამე სტადიის სიმსივნე დუდგინეს.
დენალი, ბენის გამოჯანმრთელებამდე კლინიკაში მასთან ერთად იყო. ის პატრონის გვერდით იწვა და არ შორდებოდა. მათ ერთად დაამარცხეს სიმსივნე. ის პერიოდი
ბენი სამუდამოდ მადლობელია თავისი ერთგული მეგობრის, თუმცა, დენილმა ვერ შეძლო თავისი დაავადების დამარცხება, მას სიმსივნის დიაგოზი დაუსვეს.
იმისათვის, რომ ბენს მარადიული სიყვარული დაემტკიცებინა ძაღლისთვის, მან მიუძღვნა პატარა ფილმი, რომელსაც "დენალი" დაარქვა. მისი თქმით, მსგავსი ერთგული მეგობარი მას არასოდეს ჰყოლია. მათი ცხოვრება სავსე იყო თავგადასავლებით, გართობითა და მოგზაურობით.
2014 წელს, ფილმის გამოსვლიდან ერთ თვეში, მძიმე დაავადების გამო, 14 წლის დენილი უკვე მძიმედ სუნთქავდა და შეუჩერებლად ახველებდა. მეგობრებმა სანამპიროზე საბოლოოდ გაისეირნეს, ხოლო მეორე დილით დენალი დაიღუპა.
"დენალი თითქოს თვალებით მემშვიდობებოდა. მის თვალებში ამოვიკითხე ყოველივე ის, რისი თქმაც მას ჩემთვის სურდა. ის მადლობას მიხდიდა, მასთან გატარებული წლებისთვის და თითქოს ამბობდა, დროა წავიდეო."- ამბობს ბენი.
ფილმში ასახულია დენალისა და ბენის ცხოვრებისეული მომენტები, რომელიც სევდისა და ცრემლის მომგვრელია.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვა
ძაღლი 6 წელია გარდაცვლილი პატრონის საფლავზე ცხოვრობს
პოლიციელი ძაღლი თავის დაღუპულ მეწყვილეს დაემშვიდობა