როდესაც ამ ადამიანმა მომაკვდავი ლეკვი დაინახა, ის ნამდვილი გმირივით მოიქცა!
როდესაც ამ ადამიანმა მომაკვდავი ლეკვი დაინახა, ის ნამდვილი გმირივით მოიქცა!
ცხოველების მოყვარული უილსონ მარტინს კოუტინიო ალბათ ყველაზე თავდადებული ადამიანია დედამიწაზე. უილსონმა ფაქტობრივად დაუბრუნა სიცოცხლე მიტოვებულ, მშიერ და მომაკვდავ ლეკვს, სახელად ფრანცისკოს.

ყოველი ჩვენგანი ალბათ პირველი პრობლემისთანავე დანებდებოდა, მაგრამ კოუტინიომ ბოლომდე მოუარა და გამოაჯანმრთელა. მშობლიურ ბრაზილიაში ამ ადამიანს "მხსნელ უილსონსაც" კი ეძახიან და ნამდვილ გმირად თვლიან. საქმე იმაშია, რომ მას ათობით ცხოველი ჰყავს გადარჩენილი. მან ვერ შეცვალა მსოფლიო, სამაგიეროდ ამ კეთილი გულის ადამიანმა ბევრი გაჭირვებული ცხოველის ცხოვრება 180 გრადუსით მოატრიალა სიკეთისკენ.

ეს ისტორია გულგრილს არავის დატოვებს.

ეს პატარა ლეკვი სულს ღაფავდა, როდესაც
იპოვეს. მას უამრავი ღრმა ჭრილობა ჰქონდა თავზე.

Zooclub

ბევრმა უყურადღემოდ დატოვა ძაღლის ტკივილი, მხოლოდ უილსონმა არ
დააყოვნა - ის მაშინვე დაეხმარა პატარას.


Zooclub

ამ საოცარმა ადამიანმა მაშინვე გაიხადა მაისური და ლეკვს ჭრილობა გადაუხვია.

Zooclub

რადგან კოუტინიოს ვეტერინარიის კურსები ჰქონდა გავლილი, მან ცხოველს კლინიკაში მიყვანამდე თავად დაუმუშავა ჭრილობები.

Zooclub

ექიმებს სასწრაფოდ უნდა ემოქმედათ, მიეხედათ ჭრილობებისთვის, რათა ინფექციის განვითარების საშიშროება შეეჩერებინათ.

Zooclub

ჭრილობები იმდენად ღრმა იყო, რომ თეთრხალათიან ადამიანებს უკვირდათ, საერთოდ როგორ გადარჩა ცოცხალი ლეკვი.

Zooclub

საერთო ძალებით, ექიმებმა ნელ-ნელა შეძლეს პატარა სიცოცხლისკენ შემოებრუნებინათ. ლეკვს ნელ-ნელა დაუბრუნდა ადამიანების მიმართ რწმენა.

Zooclub

Zooclub

კოუტინიო ფრანცისკოსთან ერთად რეგულარულად სტუმრობდნენ ვეტკლინიკას. პატარას უკვე ვერ იცნობდით, ისე გამოჯანმრთელდა.

Zooclub

Zooclub

წარმოუდგენელია, ყოველივე იმის მერე, რისი გადატანაც მოუწია ამ ლეკვს, როგორ შეინარჩუნა სიცოცხლის დიდი სიყვარული.

Zooclub

საბედნიეროდ, დედამიწაზე ჯერ კიდევ არიან გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც უმწეო ცხოველებს სიცოცხლის მეორე შანსს ჩუქნიან!

Zooclub

Zooclub

ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. უილსონ კოუტინიოს მსგავსი ადამიანები დიდ პატივისცემას იმსახურებენ.
natela
გაიხაროს ამ ადამიანმა
irma
მიყვარს ესეთი ადამიანები ღმერთმა გვიმრავლოს
dato
გაიხარე
anabeli
გენაცვალე კარგი კაცი დაგლოცოს უფალმა დიდი ხნით გაცოცხლოს
mikheili
სამაგალითოა ეს კაცი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?