ეს ძაღლი პატრონის სიკვდილის შემდეგაც მისი ერთგული დარჩა..
ეს ძაღლი პატრონის სიკვდილის შემდეგაც მისი ერთგული დარჩა..
პატრონის სიკვდილი უმძიმესი დღეა ყველა ძაღლისთვის. თუმცა, ზოგი ბინადარი ამ დანაკარგს ბევრად მძიმედ იტანს. თუ პატრონი ოთხფეხა მეგობრისთვის მთელი სამყარო იყო, მაშინ მისი დაკარგვის შემდეგ ძაღლი ვეღარ ივსებს გაჩენილ სიცარიელეს და ცდილობს, რაც შეიძლება ახლოს იყოს მის გარდაცვლილ მეგობართან. ასეთი ამბავი გადახდა თავს სერბეთის ერთ-ერთ ქალაქში ერთ გერმანულ ნაგაზს. პატრონის დაკარგვის შემდეგ იგი პატრონის საფლავთან დარჩა.

სასაფლაოს მუშები ყვებიან, რომ ერთგული მეგობარი საფლავთან ყოველ დღე მიდიოდა. მას მხოლოდ საკვების მოსაძებნად სცილდებოდა. ცუდი ამინდის გადასატანად ძაღლმა იქვე, პირდაპირ პატრონის საფლავზე პატარა თავშესაფარი მოიწყო.

მისი იქიდან წაყვანა
ბევრჯერ სცადეს, თუმცა, ძაღლი ყოველთვის ბრუნდებოდა თავისი პატრონის სასაფლაოზე. ძაღლი იმ სიყვარულისა და ერთგულების თავისებური
სიმბოლო გახდა, რაც მხოლოდ ცხოველებს თუ შეუძლიათ.

ეს წარმოუდგენელი ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ როგორი თავგანწირული სიყვარული შეუძლიათ ძაღლებს მათი პატრონებისადმი.

ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვა

ძაღლი 6 წელია გარდაცვლილი პატრონის საფლავზე ცხოვრობს

ერთგული აქლემი პატრონის საფლავს არ ტოვებს
deda-ს
თუ ეგ თქვენი ძაღლია, რომელიც თან დაგყვებათ? შეიძლება ვერ გავიგე, ბოდიში.. რა საოცრებები არიან...
deda-ს
თქვენ ვერ წაიყვანთ? :/ ძალიან ცოდოა მარტო :/ ასე მგონია, რომ უბრალოდ მოსიყვარულე ადამიანი უნდა და აუცილებლად გამოვა მდგომარეობიდან.. ცოდოა..
deda
მეც გეტყვით მე ყოველ დღე დავდივარ შვილის საფლავზე ძაღლამ იცის ეს დრო და მელოდება და იქედან ერთად მოვდივართ თუ დამაგვიანდა მელოდება კარებთან საცოდავად მოკუნტული,
zaza
ასეა ჩემი ახლობლის ძაღლი საფლავზე რომ ვინმე მივიდოდა სახლში მოდიოდა და ამით აგებიებდა ოჯახს , მთელი დღები საფლავზე იწვა ფეხთით, გინოდა თუ არა მაინც უნდა მიგეტანა საჭმელი მთელი 5 თვე 5თვის შემდეგ მისი საწოლის ქვეშ ატარებდა დიდი დროს,,,,,,,,,, თითქმის გარეთარ დადიოდა ,
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?