ძაღლებს მუზეუმის დათვალიერების ნება დართეს (+ვიდეო)
ძაღლებს მუზეუმის დათვალიერების ნება დართეს (+ვიდეო)
წელს ძაღლებს პატრონებთან ერთად ნება დართეს დაეთვარიელებინათ გრავიურების კაბინეტი, სადაც მათ ადრე შესვლა აკრძალული ჰქონდათ.

ამ ზაფხულს ბერლინში გაიხსნა ექსპოზიცია, რომელიც ადამიანისა და ძაღლის მეგობრობას ეძღვნება. ტილოებზე გამოსახულნი არიან სხვადასხვა ეპოქისა და ჯიშის ძაღლები: მცველი ძაღლები, მონადირეები, გამყოლები.

სპეციალურად შინაური ბინადრებისთვის, სურათები ყველაზე მოკლეფეხებიანი ძაღლების სიმაღლეზე გამოფინეს. მუზეუმის მომსახურე პერსონალი მშვიდად ასუფთავებს განსაკუთრებული დამთვალიერებლის მიერ დაყენებულ გუბეებს. ძაღლებისთვის შესვლა უფასოა.

თუმცა, არსებობს გარკვეული შეზღუდვაც. გამოფენაზე შესვლა არ შეუძლიათ 50 სანტიმეტრზე მაღალ ძაღლებს. ერთ შეშვებაზე კი შენობაში ერთდროულად 15-ზე მეტი ცხოველი არ
დაიშვება.

გამოფენა 20 სექტემბრამდე გასტანს.

დამთვარიელებლების აზრით, ძაღლებს აქ მოსწონთ. მათი პატრონები კმაყოფილები არიან, რომ
შეუძლიათ ოთხფეხა ბინადრებთან ერთად არა მხოლოდ პარკებში, არამედ მუზეუმში სეირნობა.

იხილეთ ვიდეო

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?