ვერ წარმოიდგენთ, რა გააკეთა ძაღლმა თავისი პატრონის სიცოცხლის გადასარჩენად
ვერ წარმოიდგენთ, რა გააკეთა ძაღლმა თავისი პატრონის სიცოცხლის გადასარჩენად
არაერთი ისტორია მოგვისმენია ცხოველების გამბედაობის შესახებ.  ზოგიერთი ძაღლი, მართლაც, რომ გმირად იბადება. 

ცხოველთა მოყვარულებმა იციან, რომ ძაღლი თავის პატრონთან დიდ სულიერ სიახლოვეს გრძნობს. 4 წლის ძაღლი საკოც, ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც გმირობა ჩაიდინა და პატრონი გასაჭირში არ მიატოვა.

ჯოზეფ ფილიპ-გარსია 16 წლის იყო, როცა საკოს პირველად შეხვდა. ძაღლი ბავშვის ბიძას ეკუთვნოდა, ხოლო მოზარდი ბიძის სახლში ხშირი სტუმარი იყო, ამიტომ ჯოზეფი და საკო მალევე დამეგობრდნენ.

Zooclub

Zooclub

ოჯახი ხშირად მიდიოდა ქალაქგარეთ ექსკურსიაზე. ქალაქიდან მორიგი გასვლისას, ისინი კარვებითა და ორი მანქანით წავიდნენ, რადგან ერთი დღით ბუნებაში
დარჩენას გეგმავდნენ.

ჯოზეფი, მისი ბიძა, ბიძაშვილი, მეგობარი და საკო ერთი მანქანით მგზავრობდნენ, ხოლო ოჯახის დანარჩენი
წევრები მეორე მანქანაში ისხდნენ. საუბედუროდ, ჯოზეფის მანქანა გზის ნაპირიდან გადავარდა და 99 მეტრის (325 ფუტი) სიღრმეში ჩავარდა.

Zooclub

უბედური შემთხვევის შედეგად, მხოლოდ ჯოზეფი და საკო გადარჩნენ, თუმცა, ბიჭს ჰქონდა ფეხის მოტეხილობა, სისხლდენა და შოკი. ამასთანავე, მას მოძრაობა არ შეეძლო.

დრო გადიოდა, რამდენიმე საათი არავინ გამოჩნდა მათ დასახმარებლად. მზის ჩასვლისას აცივდა. საკო ბიჭს თავისი სხეულით ათბობდა და მოთმინებით ელოდებოდა, როდის გადაარჩენდნენ.

ისინი მარტო იყვნენ საშიშ ტყეში. ძაღლმა დათვიც კი გააგდო, რათა პატრონი დაეცვა მხეცის თავდასხმისგან. ტყის მცველის თქმით, მას კისერთან ნაკბენი ჰქონდა.

ჯოზეფი 40 საათის განმავლობაში იმყოფებოდა გაუნძრევლად, ამის შემდეგ ის დანებდა და თავის ბედს დაემორჩილა, თუმცა, საკო არ ნებდებოდა.

საბოლოოდ, ბიჭი და ძაღლი 40 საათის შემდეგ იპოვეს. ექიმების თქმით, ჯოზეფი ვერ გადარჩებოდა, საკო მის გვერდით რომ არ ყოფილიყო.

Zooclub

ასევე იხილეთ:

სამმა ძაღლმა 50 ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა თვითმკვლელი ტერორისტისგან, თუმცა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა...

პიტბულმა გადაარჩინა ქალი, რომლესაც ქმარი სცემდა

ძაღლი ახალ პატრონს სახლიდან გაეპარა, რომ თავის გადამრჩენელებთან დაბრუნებულიყო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?