თავშესაფარში მყოფი ლეკვი, ფოტოგრაფმა ცრემლიანი თვალებით აღბეჭდა
თავშესაფარში მყოფი ლეკვი, ფოტოგრაფმა ცრემლიანი თვალებით აღბეჭდა
ყოველწლიურად 3.9 მილიონამდე ძაღლი ხვდება მსოფლიოს სხვადასხვა თავშესაფარში. 1.2 მილიონზე მეტს უკეთდება ევთანაზია (სამუდამო დაძინება), მათგან მხოლოდ 5%-ს უმართლებს და პოულობს მოსიყვარულე, მზრუნველ ოჯახს.

ცხოველთა არასამთავრობო ორგანიზაცია High Plains Humane Society ცდილობს თავშესაფარში მყოფი ძაღლების გაჩუქებას. ისინი  სურათების გადასაღებად ხშირად სტუმრობენ გალიებს მიღმა მყოფ შინაურ ბინადრებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები ცხოველების ფოტოებს თავისი Facebook-ის გვერდზე ათავსებენ, რაც თავშესაფრის ძაღლებს მზრუნველი ოჯახის პოვნაში ეხმარება.
თავშესაფრის მორიგი დათვალიერებისას, ორგანიზაციის თანამშრომელმა გადაიღო ლეკვის ფოტო, რომელსაც გალიაზე თათი დაედო და ბავშვივით ცრემლი სდიოდა.

Zooclub

"ის
არც წკმუტუნებდა,
იყო მშვიდად, მაგრამ მის თვალებში ბევრ სევდას ამოიკითხავდით. მხოლოდ ბავშვივით ცრემლი სდიოდა. მისი თვალები გონებიდან არ ამომდის, ძალიან განვიცადე."- ამბობს ფოტოგრაფი.

"მას სჭირდება დახმარება, მას სჭირდება სახლი",- ამ კომენტარით დაიდო ლეკვის ფოტო ორგანიზაციის გვერდზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა.

ასევე იხილეთ:

არ აიყვანო შინაური ბინადარი იმ შემთხვევაში, თუ...

უპატრონო ძაღლი 15 წელი ელოდა,რომ ვინმე იზრუნებდა მასზე...

ეს ძაღლები უნდა დაეძინებინათ, მაგრამ მათი ბედი სოციალურ ქსელში დადებულმა პოსტმა სრულიად შეცვალა



liza
ძაღლები არ ტირიან ცრემლებით, მაგრამ მათ თვალებში ემოცია აისახება. ჩემ ძაღლს როცა ვეფერები თვალები უმრგვალდება და ყურებს უკან წევს. თუ არ არის მოფერების ხასიეთზე თვალები არ ეცვლება, უბრალოდ ემჩნევა რომ იტანს და მოთმინებით ელოდება როდის გავანებებ თავს.
გიორგი
ძაღლები ცრემლებით არ ტირიან და ცრემლები არ არის კავშირში ემოციონალურ მდგომარეობასთან. თვალიდან გამონადენი შეიძლება დაავადებას ნიშნავდეს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?