ძაღლები სასამართლო დარბაზში: ოთხფეხა ფსიქოლოგები, რომლებთან ერთადაც ყველა შიში დაძლეულია (+ვიდეო)
ძაღლები სასამართლო დარბაზში: ოთხფეხა ფსიქოლოგები, რომლებთან ერთადაც ყველა შიში დაძლეულია (+ვიდეო)
ჩვენების მიცემა სასამართლო დარბაზში ყოველთვის რთული და უსიამოვნოა. ადამიანებს უწევთ იმ საშინელი მომენტების გახსენება, რომლებიც გადაიტანეს. მსჯავრდებულის წინააღმდეგ გამოსვლა განსაკუთრებით ძნელია ბავშვებისა და დანაშაულის მხვერპლ ადამიანებისთვის. ამბობენ, რომ ხანდახან პროცესის მსვლელობის დროს მათ სხვა ოთახში ყოფნის უფლებას აძლევენ. მაგრამ ეს ვარიანტიც კი ყოველთვის ვერ შველის მოხსნას ნერვიული დაძაბულობა მსჯავრდებულის დანაშაულის შესახებ ჩვენების მიცემის დროს.

Zooclub

საკითხზე, თუ როგორ დააღწიოს მსხვერპლმა თავი ემოციურ გამოცდას, შეძლოს ზუსტი ჩვენების მიცემა და ბრალდებული დაისაჯოს სამართლიანად, არაკომერციული ორგანიზაცია Courthouse dogs-ის წარმომადგენლები, ელენ ო ნილ სტივენსი და სელესტა
უოლსენი ზრუნავენ. მათ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღეს - სასამართლო დარბაზში აღელვებული მოწმეების დამშვიდება ძაღლებს შეუძლიათ.

Zooclub

“როდესაც ადამიანს
უწევს მისცეს ჩვენება სასამართლოში და ისაუბროს ტრავმატიულ მოვლენებზე, რომლის მონაწილეებიც აღმოჩდნენ, ის ფიზიოლოგიურად განიცდის აღწერილ მოვლენებს, - აღნიშნავს ო ნილი - ეს ბრძოლა, რომელიც სასამართლოს დარბაზში ხდება ბრალდებულსა და ბრალმდებელს შორის ხან საკმაოდ სასტიკია და ზიანის მომტანი. ბევრი ადამიანი გადის ამ მტკივნეულ გზას”.

Zooclub

ორგანიზაცია Courthouse dogs 2004 წელს არის დაარსებული და დღემდე იქ 28 შტატში 87 ძაღლი მუშაობს. მათი უმრავლესობა ლაბრადორი და ოქროსფერი რეტრივერია.

Zooclub

Zooclub

Zooclub

ძაღლები, რომლებიც Courthouse dogs-ში მუშაობენ არაჩვეულებრივები არიან, მათ სპეციალური მომზადება აქვთ გავლილი.

Zooclub

მათი სწავლების პერიოდი თითქმის 2 წელი გრძელდება.

Zooclub

“ძაღლები ჩვენების მიცემის დროს ნებისმიერ მგრძნობიარე მოწმეს ეხმარებიან გამბედაობისა და თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში. ძაღლებს შეუძლიათ იმ ადამიანების დამშვიდება, რომლებზეც იძალადეს, ასევე - იმ ოჯახების, სადაც მოკლეს ბავშვი, - ამბობს ელენი. - მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრაქტიკა ძაღლებთან ერთად მომავალში მეტად განვითარდება”.

ვნახოთ, ეს როგორ მუშაობს - იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?