როცა მოხუცს მაღაზიაში წასვლა აღარ შეეძლო, თავის ძაღლს მისცა კალათა და...
როცა მოხუცს მაღაზიაში წასვლა აღარ შეეძლო, თავის ძაღლს მისცა კალათა და...
ლაბრადორი, სახელად მონტი მოხუც პატრონთან ერთად ქვინსლენდში (ავსტრალია) ცხოვრობდა. მოხუცს ხშირად ძაღლი თან მიჰყავდა, როდესაც პროდუქტების საყიდლად მიდიოდა და ასწავლიდა, როგორ უნდა დაეჭირა კალათა კბილებით.

ერთ დღეს მოხუცი მამაკაცი ცუდად გახდა. მან მარკეტში წასვლა ვერ შეძლო, ამიტომ მონტი გააგზავნა და კალათაში პროდუქტების სიაც ჩაუდო. ძაღლი შედიოდა მაღაზიებში, სადაც კონსულტანტები კითხულობდნენ პროდუქტების სიას და მონტის კალათაში უწყობდნენ. მან ერთი საათის განმავლობაში ყველაფერი შეიძინა და სახლში დატვირთული დაბრუნდა.

ამის შემდეგ, ხნიერი პატრონი თითქმის ყოველ დღე მარტო გზავნიდა
მონტის მაღაზიებში.

მას შემდეგ, რაც მონტი დაიღუპა, სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობამ 
გადაწყვიტა მის საპატივცემულოდ  ძეგლი დაედგათ.

დღეს სავაჭრო ცენტრის შესასვლელში, სადაც მონტი ყოველდღიურად დადიოდა, დგას ვერცხლიფერი ლაბრადორის ძეგლი, რომელსაც პირით კალათა უჭირავს.

Zooclub

ძეგლი დადგეს 1996 წლის 15 ივნისს.

ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი ჰაჩიკო, რომელსაც იაპონელებმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს

როგორ გადაარჩინა კატამ ოჯახი ლენინგრადის ბლოკადის დროს

რა გააკეთა კატამ, როდესაც გარდაცვლილი მეგობრის ხელნაკეთი ფიგურა დაინახა?

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?