მაშველებმა წყლის მილში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს, თუმცა, იქ მხოლოდ ძაღლი არ ყოფილა (+ვიდეო)
მაშველებმა წყლის მილში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს, თუმცა, იქ მხოლოდ ძაღლი არ ყოფილა (+ვიდეო)
პუდელის ჯიშის ძაღლი 2 დღის დაკარგული იყო. ის ეზოში თამაშობდა, როცა უკვალოდ გაქრა. მისი პატარა პატრონი, 4 წლის ბიჭი, სახელად გეიბელ ალბერტი დედასთან და ბებისათან ერთად ეზოში იმყოფებოდა, როცა ყეფის ხმა მოესმა. ის თავის შინაურ ბინადარს ეზოს ტერიტორიაზე ეძებდა, ამ დროს ისიც დაიკარგა.

გეიბელის დედამ ლინდა ალბრიტომ სასწრაფოდ სამაშველო სამსახური გამოიძახა. როგორც აღმოჩნდა, ძაღლიც და ბავშვიც წყლის მილში, 7 მეტრის სიღრმეში ჩავარდნილიყვნენ.

ინციდენტი მოხდა მისისიპიში.  NBC-ის თქმით, ბიჭის დედამ ამ დრომდე არ იცოდა ეზოში არსებული მილის შესახებ.

წყლის მილი იმდენად
ვიწრო იყო, რომ მაშველები ვერ ჩადიოდნენ. ისინი საათ ნახევრის განმავლობაში ცდლობდნენ გეიბელისა და ძაღლის გადარჩენას.
მათ გეიბელს აუხსნეს, როგორ მოსჭიდებოდა თოკებს. როდესაც ბავშვი თოკებს დაეჭიდა, მაშველებმა რამდენიმე წამში სამშვიდობოს ამოიყვანეს.

შემდეგ ძაღლის ამოყვანის ჯერიც დადგა. მაშველებმა თოკები ისევ ჩაუშვეს, ყველას გასაკვირად, ძაღლიც თოკებს კბილებით დაეჭიდა და ისიც სამშვიდობოს ამოიყვანეს.

NBC-ის თქმით, გეიბელს არანაირი მოტეხილობა არ აღმოაჩნდა. ის მსუბუქი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ძაღლი ვეტ-კლინიკაში გაივლის მკურნალობის კურსს.

იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?