ახალი კომპიუტერული თამაში: იცხოვრო ისე, როგორც უპატრონო ძაღლი
ახალი კომპიუტერული თამაში: იცხოვრო ისე, როგორც უპატრონო ძაღლი
არა ცეცხლსასროლი იარაღი, არა ხმალი, არა ტანკი, მხოლოდ ჩვეულებრივი ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ძაღლი, რომელიც დარბის დიდ ქალაქში და თვითგადარჩენას ცდილობს. ეს არ არის დისნეის მორიგი ანიმაციური ფილმი, საქმე ეხება კომპიუტერულ თამაშს, რომელიც ძალიან მალე გამოვა.

Home Free - თამაში გადარჩენისთვის, სადაც გელოდებათ ცხოვრება უპატრონო
ძაღლივით, რომელიც ქუჩა-ქუჩა დადის. მისი პირველი ამოცანაა:
მოიპოვოს საკვები, გაექცეს სასტიკ ადამიანებს, იპოვოს ღამის გასათევი და თავი აარიდოს აგრესიულ ძაღლებს.

მისი შემქმნელები თამაშს ასე ახასიათებენ:

"ხმაურიანი ქალაქი, რომელიც სავსეა ადამიანებით. უპატრონო ძაღლისთვის ძალიან რთულია გაიგოს, ვინ
როგორია. ზოგიერთი ადამიანი მეგობრულია, ხოლო ზოგი სასტიკი. სხვები თავს გესხმიან ჯოხებით, ხოლო არიან ადამიანები, რომლებიც
საკვებით გიმასპინძლდებიან. შეძლებთ მათგან თავის დახსნას?"

ადგილი ერთადერთი არ არის, რაც თამაშის მსვლელობისას იცვლება. იმის მიხედვით, თუ რას აკეთებთ ამ დროს (მაგ: იპარავთ საკვებს, მეგობრობთ სხვა ცხოველთან), იცვლება გარემოც.

ამ ეტაპზე უცნობია, თამაში იქნება მხოლოდ იმაზე, როგორ უნდა გადარჩეს უპატრონო ძაღლი ქუჩის სასტიკი ცხოვრებით, თუ მას ექნება სხვა დასასრული? თამაშის შემქმნელები ამას ჯერ არ ახმაურებენ.


ასევე იხილეთ:

ლეკვების რეაქცია ბანაობის დროს

3 დღის დაბადებული ცხენი პატრონს ძაღლივით თან დაჰყვება

მას არასოდეს უთამაშია... პატრონმა გადაწყვიტა ძაღლს თავად შეერჩია საყვარელი სათამაშო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?