დაკარგული ბავშვი 11 დღის შემდეგ იპოვეს, ის თავისმა ძაღლმა გადაარჩინა
დაკარგული ბავშვი 11 დღის შემდეგ იპოვეს, ის თავისმა ძაღლმა გადაარჩინა
3 წლის გოგონას, რომელმაც ციმბირის ტყეში 11 დღე გაატარა, "სასწაული" უწოდეს. მან ძაღლთან ერთად შეძლო ციმბირის მკაცრ პირობებში ღია ცისქვეშ გაეთენებინა 11 ღამე.

კარინა ჩიკიტოვა ჯერ მხოლოდ 3 წლისაა. ის ეზოში თამაშობდა, როდესაც ძაღლთან ერთად გაუჩინარდა. დედას ეგონა, რომ ბავშვი და ძაღლი - ნაიდა გაყვნენ მამას, რომელიც მეზობელ სოფელში მშობლების სანახავად წავიდა. მშობლებმა მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ბავშვი დაიკარგა.

Zooclub

11 დღის განმავლობაში, 3 წლის კარინას ძაღლთან ერთად ეძინა
და ასე თბებოდა. ის მდინარის წყალს სვავდა და კენკრით იკვებებოდა.
ბავშვმა და ძაღლმა ერთად გაუძლეს ამ საშინელ დღეებს, მიუხედავად იმისა, რომ ციმბირის ტყეებში არაერთი დათვი და მგელი ბინადრობს.

ტყის ტერიტორიაზე უამრავი მაშველი, ვერტმფრენი და მოხალისეთა ჯგუფი ეძებდა გოგონას, თუმცა, ამაოდ.

ორი დღით ადრე, სანამ მათ იპოვიდნენ, ნაიდა დაბრუნდა ბავშვის მშობლებთან სოფელში და მაშველებს უჩვენა გზა, სადაც 3 წლის კარინა იმყოფებოდა.

Zooclub

გოგონა საშინლად დასუსტებული იყო, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც რეაბილიტაციის კურსი გაიარა. კარინას თავისი წონის მესამედი ჰქონდა მოკლებული, თუმცა, მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

Zooclub

"ჩვენი ძაღლი რომ არ გაყოლოდა ბავშვს, არც კი მინდა იმაზე ფიქრი, რა მოხდებოდა. ნაიდა გმირია, რადგან ჩემს შვილს ამდენი დღე გვერდიდან არ შორდებოდა, იცავდა მას და ათბობდა."- ამბობს გოგონას დედა.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა 2 წლის ბავშვი მშობლებს ტყეში აპოვნინა

ძაღლმა ახალშობილი ბავშვი გამოაცალა ორ მოჩხუბარ ძაღლს, რომლებიც ნადავლს ვერ იყოფდნენ

უპატრონო ძაღლი სატვირთო ავტომობილს ბორბლებში ჩაუხტა, რათა ბავშვი გადაერჩინა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?