უპატრონო ლეკვმა, კლიპის გადაღების დროს, მომღერალს ისე შეაყვარა თავი, რომ მამაკაცმა გადაწყვიტა მასზე ეზრუნა (+ვიდეო)
უპატრონო ლეკვმა, კლიპის გადაღების დროს, მომღერალს ისე შეაყვარა თავი, რომ მამაკაცმა გადაწყვიტა მასზე ეზრუნა (+ვიდეო)
ამერიკელმა მომღერალმა არტურ იორიამ ჰიუსტონში კლიპის გადაღება გადაწყვიტა. გადამღებმა ჯგუფმა შეარჩია ადგილი, სადაც კლიპი უნდა გადაეღოთ.

სწორედ იმავე ადგილზე 3 უპატრონო ლეკვი აღმოჩნდა, თუმცა, მხოლოდ ერთი მიუახლოვდა ადამიანებს, ორი ლეკვი კი შეშინებული უკვალოდ გაიქცა.

პატარა უპატრონო ლეკვი იმდენად ლამაზი, ჭკვიანი თვალებითა და ამავე დროს მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, რომ არტურმა გადაწყვიტა კლიპი მისი მონაწილეობით გადაეღოთ. მართლაც, ლეკვმა ძალიან კარგად გამოავლინა თავისი "სამსახიობო" მონაცემები.

იხილეთ კლიპი და ამაში თავად დარწმუნდებით.

არტურმა მას რიტა დაარქვა. რიტა ძალიან ბუნებრივად იქცეოდა გადასაღებ მოედანზე. ის უჯერებდა
რეჟისორს და მომღერალსაც მოაწონა თავი.

Zooclub

გადაღებების დასრულების შემდეგ არტურმა ვერ შეძლო მიეტოვებინა უსუსური რიტა. ის
დაუკავშირდა ცხოველთა მოყვარულ მეგობრებს, რომლებმაც ლეკვი წაიყვანეს. მათი თქმით, მას ჩაუტარდება სათანადო ვეტერინარული მომსახურება და გაჩუქდება მზრუნველ პატრონზე.

ასევე იხილეთ:

იპოვეს ძაღლი, რომელიც ძალიან გავს ჯონ ტრავოლტას

ძაღლი, რომელიც მკვდრის როლს თამაშობს

როგორ გაიცნო კევინ სპეისმა თავისი უსაყვარლესი ლეკვი

ჰოლივუდის მსახიობი ძაღლი, სახელად უგი, 13 წლის ასაკში გარდაიცვალა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?