"ღმერთო, დამეხმარე, გავხდე ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემს ძაღლს ვგონივარ"
"ღმერთო, დამეხმარე, გავხდე ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემს ძაღლს ვგონივარ"
ძაღლი დედამიწაზე ერთადერთი არსებაა, რომელსაც თავის თავზე მეტად უყვარხარ. არ არსებობს მასზე ერთგული - ვინ მოგეგებებათ მასავით ყოველ დღე?ვინ იქნება მასზე ბედნიერი, როცა დაგინახავთ? მას უხარია მხოლოდ ის, რომ თქვენ არსებობთ მის გვერდით.

ჩვენ შევკრიბეთ ფოტოკოლაჟი პატარა ისტორიებით, რის შემდეგაც აუცილებალად გაგიჩნდებათ სურვილი, აიყვანოთ ძაღლი.

ძაღლს, სახელად კელის აქვს ვერტმფრენის მართვის ოფიციალური ლიცენზია. მისმა პატრონმა გრეის მაუნტფორდმა პირველად კელი 3 თვის ასაკში წაიყვანა სამსახუში. მას შემდეგ ისინი ერთად დაფრინავენ. 

Zooclub

ეს მამაკაცი ცოლმა მიატოვა. მას მხოლოდ ცარიელი კედლები და ძაღლი დაუტოვა. მხიარულმა ოთხფეხა
მეგობარმა სტიმული მისცა მამაკაცს შეექმნა ფოტოსერია, სადაც მთავარი გმირი მისი ძაღლია და სულ მალე წიგნის
სახით გამოვა.

Zooclub

გერმანულ ნაგაზს პატრონი 2006 წელს დაეღუპა. მისი დაკრძალვის შემდეგ, ძაღლი გაიქცა სახლიდან და პატრონის საფლავზე ცხოვრობს.

Zooclub

ბავშვი, სახელად დილანომი და ლეკვი ფარილი ერთ დღეს დაიბადნენ. მათ ჰგონიათ, რომ ძმები არიან. როცა დილანომი ტირის, ლეკვი მას სახეს ულოკავს, სწორედ მას შემდეგ, ბავშვი სიცილს იწყებს.

Zooclub

როცა ფოტოგრაფმა ტეროლ ჰამფრიმ თავშესაფარში ერთ-ერთი ძაღლი დაინახა, იფიქრა: " ღმერთო ჩემო, არ შემიძლია მისი აქ დატოვება." მას შემდეგ ფოტოგრაფი და თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლი განუყრელი მეგობრები გახდნენ. ისინი აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში ერთად მოგაზურობენ.

Zooclub


ძაღლ პოს აღმოუჩინეს განუკურნებელი დაავადება. პატრონმა ნილ როდრიგესმა გადაწყვიტა მისთვის მოგზაურობა მოეწყო, რათა ბედნიერი დღეები ეჩუქებინა.

Zooclub

მერლი პეიჯი თავის ოთხფეხა მეგობარ ბეილორთან ერთად მოტოციკლით მოგზაურობს ალასკაზე.

Zooclub

ძაღლმა არ მიატოვა თავისი პატრონი იმ დროსაც კი, როცა ის ქუჩაში აღმოჩნდა.

Zooclub

ძაღლის ფსიქოლოგია ასეა მოწყობილი: მათ ჩვენ ვუყვარვართ, გვიცავენ და არაფერს ითხოვენ. მათთან მეგობრობა ყველაზე ძვირფასია.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ის რაც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს

ძაღლები, რომლებიც გეტყვიან- "უანგარო სიყვარული არსებობს!"
ირმა
ცხონებული შოთა ნიშნიანიძე მახსენდება...ერთგულება და სიყვარული ძაღლებისაგან,ჩვენი ოთხფეხა ერთგული მეგობრებისაგან უნდა ვისწავლოთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?