10 ყველაზე ერთგული ძაღლის ჯიში
10 ყველაზე ერთგული ძაღლის ჯიში
ძაღლი, რომელიც მოსიყვარულე ადამიანთან ცხოვრობს, აღმერთებს მას. განსაკუთრებული ერთგულებით პატრონის მიმართ გამოირჩევა ჩვენ მიერ ქვევით ჩამოთვლილი ჯიშები. თუ თქვენ ან თქვენ შვილს სჭირდება ნამდვილი მეგობარი და თქვენთვის ჯიშიანი ძაღლის ყოლა მნიშვნელოვანია, შეარჩიეთ ერთ-ერთი მათგანი.

გერმანული ნაგაზი

Zooclub

ამ ჩამონათვალში ეს ჯიში სამართლიანად იმსახურებს პირველ ადგილს. გერმანული ნაგაზი საოცრად ჭკვიანი ჯიშია. ის იოლად სწავლობს ბრძანებებს. ამ სახეობის ძაღლს წვრთნიან სამხედრო, საბაჟო ან პოლიციის სამსახურებში.
გერმანული ნაგაზი იშვიათად ეჩვევა ოჯახის ყველა წევრს. ის ირჩევს მხოლოდ ერთ პატრონს და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგულია.

ლაბრადორი

Zooclub

ეს შეუცვლელი ოჯახის ძაღლია. მას თავდავიწყებით უყვარს  პატრონი, თუმცა, დამცველის ფუნქციას ნაკლებად ასრულებს. ეს ჯიში
გამოირჩევა გულკეთილობითა და მხიარული თვისებებით. ლაბრადორი საუკეთესო კომპანიონი, კარგი გიდი და ბავშვის მეგობარია.
ლაბრადორის ყნოსვა გერმანული ნაგაზის ყნოსვაზე 25%-ით მეტია.

ტაქსა

Zooclub

პატარა ტანისა და მოკლეფეხება ძაღლი ყველგან თან დაჰყვება პატრონს. მისი გაწვრთნა იოლია. იმისათვის, რომ რაიმე ბრძანება დაიმახსოვროს, მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.
ტაქსას არაფერი უნდა დააძალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჯიუტდება. ბრძანებები მხოლოდ თამაშის სახით ასწავლეთ.
ამ ჯიშის ძაღლს იმდენად უყვარს თავისი პატრონი, რომ რამდენიმე საათით მარტოობაც კი მისთვის ტრაგედიაა.

როტვეილერი

Zooclub

ამ ჯიშის ძაღლი საოცრად ერთგულია. ის გამოირჩევა ყურადღებიანობითა და გამჭრიახობით. მას აქვს მდგრადი ფსიქიკა და ადვილად იწვრთნება.
როტვეილერი ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია. მასთან ბავშვები დაცულები არიან. ამ ჯიშის ძაღლი არასოდეს მიატოვებს პატრონს ყველაზე რთულ წუთებშიც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ის გარეგნულად უხეში და დაკუნთულია, ამავდროულად მოსიყვარულე ცხოველია. როტვეილერი ყოველთვის ითხოვს პატრონის ყურადღებას. მისი ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ მან შესაძლოა თამაშის დროს უნებლიე ზიანი მიაყენოს პატრონს, რადგან ზრდასული როტვეილერი ძალიან ძლიერია.

დობერმანი

Zooclub

ის ერთ-ერთი საუკეთესო დარაჯია. ტყუილია, თუ ვინმე იტყვის, რომ დობერმანი არ არის აგრესიული, თუმცა, მას აქვს გაწონასწორებული ფსიქიკა და იოლად იწვრთნება. დობერმანი ძალიან ეჩვევა პატარა ბავშვებს, რომლებსაც არასოდეს მიაყენებს ზიანს და ყოველთვის იქნება მათი დამცველი. ის ერთგული მეგობარი და საიმედო მცველია.

კოლი

Zooclub

კოლი ანუ შოტლანდიური ნაგაზი არა მარტო ოჯახის წევრებთან, არამედ სხვა შინაურ ბინადრებთანაც მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ის პატრონის ერთგული და კრიტიკულ სიტუაციაში მისი დამცველია. უცხო ადამიანებს ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ თუ ერთხელ შეუყვარდა ადამიანი, მას არასოდეს დაივიწყებს.
მისი ერთადერთი ნაკლია გრძელი ბეწვი, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას.

ბოქსიორი

Zooclub

ბოქსიორის ჯიშის ძაღლს თვლიან სულელად, თუმცა, სინამდვილეში საჭიროა მისი სწორი აღზრდა. ის პატრონის ერთგულია. საჭიროების შემთხვევაში, ბოქსიორი დაუფიქრებლად გასწირავს თავს მისთვის. ის ძალიან ეჭვიანი ჯიშის ძაღლია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პატრონისგან.
ამ ჯიშის ძაღლი სპატარაობიდანავე უნდა გაწვრთნათ, რათა შემდეგი 15-20 წელი მოულოდნელობებისგან იყოთ დაზღვეული. 

ტერიერი

Zooclub

ტერიერის ყველა სახეობა პატრონის უანგარო მოსიყვარულე და ერთგულია, განურჩევლად მისი ჯიშისა, თუმცა, ზოგიერთ სახეობას შესაძლოა ჰქონდეს რთული ხასიათი. ეს პრობლემა იოლად მოგვარებადია, თუ მას პატარაობიდანვე გაწვრთნით.
ტერიერი ენერგიული და სიცოცხლის მოყვარე ძაღლია. მისი ყოლის შემთხვევაში, თქვენს სახლში ყოველთვის იქნება ხალისიანი განწყობა, მითუმეტეს თუ სახლში პატარა ბავშვიც ცხოვრობს.

შელტი ანუ შეტლანდიური ნაგაზი

Zooclub

ეს ულამაზესი ჯიშის ძაღლი გამოირჩევა თავისი უფროსი ძმებისგან (კოლი) შეფერილობითა და მინიატურულობით. პატრონის ერთგულებასა და სიყვარულში მას ვერავინ შეედრება. ამ ჯიშს ძალიან რთულად გადააქვს პატრონთან განშორება- შესალოა ამ დროს ავად გახდეს. თუ შელტის აყვანას გადაწყვეტთ, მზად იყავით, ის ყველგან თან ატაროთ. შელტი მთელი ცხოვრების განმავლობაში საუკეთესო კომპანიონი იქნება.

პიტბული

Zooclub

ეს ძლიერი ძაღლის ჯიში ჩვენს ათეულს ასრულებს. თუ დღემდე თვლიდით, რომ პიტბული აგრესიული ძაღლია, გახსოვდეთ, რომ ძაღლებს ადამიანები ზრდიან. როგორიც არის პატრონი, ისეთია ძაღლიც. ცხოველთა მოყვარული ადამიანის ხელში, პიტბული იზრდება მეგობრული და თბილი, რომელიც პატრონს ერთგულად ემსახურება სიცოცხლის ბოლომდე.

ასევე იხილეთ:

საუკეთესო ძაღლის ჯიშები ასაკოვანი ადამიანებისთვის

როგორ შეიცვალა ძაღლის ჯიშები 100 წლის განმავლობაში

რომელი ჯიშის ძაღლია ბავშვისთვის იდეალური
დათო
პიტბული რომ სიის ბოლოშია არასწორია. პიტბულზე უერთგულესი და ჭკვიანი ძაღლი არ არსებოს. ის რომ ისინი საუკეთესო მებრძოლებიც არიან და მათზე გაცილებით დიდი ძაღლების ჯიშებს ჩხუბში ჩაგრავენ, მათ ჭკუაზე მეტყველებს. აგრესიულები ადამიანების მიმართ ისინი ბუნებით არ არიან გერმანული ნაგაზისგან და სხვა სადარაჯო ძაღლებისგან განსხვავებით, მათ ადამიანები აიძულებენ ხოლმე, რომ თავის დაცვის მიზნით აგრესია გამოხატონ.
ანა
ეს ძაღლები მართლაც ძალიან ერთგულები არიან,მაგრამ ყველა მათგანი ძალიან ავი არის თუ გააბრაზე,უმეტეს შემთხვევაში დობერმანი
qutaturi
პატერდეილ ტერიერი,ძალიან მოსიყვარულე და ერთგული ძაგლია.და ზოგადად:რაც პატრონია ძაგლიც ისეთივე იქნება.
ზაკო
და" კანე კორსო" სადაა ნახსენები,მსგავსი ერგული და ჭკიანი ძაღლი არ არსებობს, უბრალოდ ვერ საუბრობს თორე ყველაფერი იცის და ყველაფერს გრძნობს, უერთგულესი და უჭკვიანესი
ნანა
პიტბულის აგრესიულობის შესახებ ვერ დაგეთანხმებით.მე მყავდა პიტბული რამდენიმე წელი, სანამ სიბერით არ მოკვდა. ძალიან ერთგული და მოსიყვარულე ძაღლი იყო.გააჩნია ალბათ, როგორ მოექცევი და ისიც შესაბამისად გპასუხობს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?