შტორმის დროს ზღვაში დაკარგულ მამაკაცს ძაღლი ორი დღე ათბობდა
შტორმის დროს ზღვაში დაკარგულ მამაკაცს ძაღლი ორი დღე ათბობდა
ორმოცდაათწლამდე მამაკაცი თავის ძაღლთან ერთად 7 ნოემბერს სანადიროდ წავიდა. ისინი არხანგელსკიდან კუნძულ ლაიდისკენ გაემგზავრნენ. მამაკაცი დილით გავიდა თეთრ ზღვაში კატერით, ხოლო საღამოს უკან დაბრუნებას აპირებდა, თუმცა, გზაში ძრავას პრობლემა შეექმნა და კატერი ზღვის ტალღებმა სიღრმეში გაიტაცა.

მობილური კავშირი გაწყდა, თუმცა, ღამის ორ საათზე მონადირემ მოასწრო ცოლთან შეტყობინების გაგზავნა. ის შველას ითხოვდა. მეუღლემ სასწრაფოდ დარეკა სამაშველო სამსახურში, მაგრამ მაშველები მამაკაცის დახმარებას ცუდი ამინდის გამო ვერ ახერხებდნენ.

სამაშველო სამსახურმა გადაწყვიტა ვერტმფრენის დახმარებით გადაერჩინათ მონადირე და მისი ოთხფეხა მეგობარი, თუმცა, 10 ნოემბრამდე შემთხვევის
ადგილამდე მისვლა ვერ შეძლეს.
კატერი ნაპირიდან 30 კილომეტრის დაშორებით დიდ ტალღებში იყო. ტალღის სიმაღლე 3
მეტრს აღწევდა, ის შესაძლოა ნებისმიერ დროს გადაბრუნებულიყო.

ერთ-ერთი მაშველი სიცოცხლის რიკის ფასად, ვერტმფერინიდან ზღვაში გადახტა. მან მონადირეს მისცა "ჰიდროჟილეტი", ხოლო ძაღლი სპეციალურ ჩანთაში ჩასვეს. მაშველი, მონადირე და მისი ერთგული მეგობარი სპეციალური თოკით ვერტმფრენში აიყვანეს.

Zooclub

მამაკაცს სამედიცონო დახმარება არ სჭირდებოდა.

შუა დღეს ისინი უკვე არხანგლელსკში იყვნენ.

"თითქმის ორი დღე ვიყავით ყინვასა და შტორმში. ძაღლი რომ არ მყოლოდა, ალბათ დავიღუპებოდი. ის მათბობდა და ასე გადავრჩი."- ამბობს მამაკაცი.

ასევე იხილეთ:

ის მთელი ღამე იცავდა და ათბობდა 3 წლის ბავშვს, რომელიც დაიკარგა

კნუტს სპეციალური ჩაფხუტი გაუკეთეს, რათა არ მომკვდარიყო

ბავშვი ცდილობს შტორმის დროს უპატრონო კატასა და მის ახალშობილებს დაეხმაროს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?