თითქოს მისი სიცოცხლე დასრულდა.. ვინ შეიფარებდა 10 წლის უსინათლო ძაღლს, მაგრამ..
თითქოს მისი სიცოცხლე დასრულდა.. ვინ შეიფარებდა 10 წლის უსინათლო ძაღლს, მაგრამ..
ბონი ესრიგი არ აპირებდა კიდევ ერთი ძაღლის აყვანას, მითუმეტეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ძაღლისა. მაგრამ როდესაც კანელოზე სტატია წაიკითხა, მან თქვა, - "მე ვიგრძენი თავი ვალდებულად, რომ გადამერჩინა".

კანელო 10 წლის უსინათლო პუდელი, 2.7 კილოგრამი წონით, ცხოვრობდა ლოს-ანჯელესის თავშესაფარში, სადაც სექტემბერში დატოვეს. ის დღეებს განმარტოებით ატარებდა.

Zooclub

როდესაც ოქტომბერში ესრიგმა ძაღლის ისტორია წაიკითხა, მეორე დღესვე ცინცინატიდან ლოს-ანჯელესში გაფრინდა და შეავსო დოკუმენტი ძაღლის აყვანაზე.

იმ ღამით ისინი ერთად მიფრინავდნენ ცინცინატში.
"სახლისკენ მგზავრობა საშინელება იყო. ის მრავალი შესაძლებლობის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა ტუალეტში. მაგრამ როდესაც
ორმა მშვენიერმა ახალგაზრდა ქალმა ატლანტიდან მას ყურადღება მიაქცია, ის ისე მოეშვა, რომ მთელი დანარჩენი დრო
ფისი ეპარებოდა.

Zooclub

როგორც კი ისინი სახლში ჩამოვიდნენ, ძაღლის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მას დაარქვეს "შანსი" და მას ახლა უკვე დიდი შემოღობილი ეზო, გემრიელი საჭმელი და ფუმფულა საწოლი აქვს.

Zooclub

სამწუხაროდ, ესრიგის მეორე, 15 წლის პუდელი ჩანდლერი შანსის ჩამოსვლისდან რამოდენიმე დღეში დაიღუპა.

შანსი სპეციალისტებს ანახეს. ერთი თვალის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. მეორეზე ოპერაცია გაუკეთეს და რამოდენიმე კვირის შემდეგ შესაძლოა მხედველობა აღუდგეს.

ესრიგის კატა ჯერ კიდევ ერიდება ოჯახის ახალ წევრს. შანსი ყველას გულს იპყრობს, ვინც კი მას გაიცნობს.

"მან ჩემს ოჯახს სიყვარული შემატა", - ამბობს ესრიგი ოჯახის ახალ წევრზე.

magda
ქარტველებსაც გვიყვარს ცხოველები მაგრამ ფინანსვრი მდგომარეობა 0სეა
amelia
ნეტავ ქართველ ხალხს როდის ექნება ასეთი სურვილები და შესაძლებლობა. ნეტავ მაგ დროს მომასწრო.
სიყვარული
გულში სითბო ჩამეღვარა, კიდევ კარგი არსებობენ ასეთი კეთილი ადამიანები. ძალიან მაგარია ასეთ ისტორიებს რომ ვისმენ. გვიყვარდეს ეს სამყარო ისეთი როგორიც ღმერთმა შექმნა. ეს ხომ ძალიან მარტივია
მანანა-შ
გაიხარეთ კეთილო ადამიანებო, ვინც ამ უსაყვარლეს, კეთილ არსებებზე ზრუნავთ! ეს სიკეთე აუცილებლად ასმაგად დაგიბრუნდებათ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?