მიტოვებული ძაღლი გზის პირას პატრონს ერთი თვეა ელოდება
მიტოვებული ძაღლი გზის პირას პატრონს ერთი თვეა ელოდება
მანქანა გაჩერდა, ძაღლი ქუჩაში ჩამოსვეს და გზა განაგრძეს. ნურიმანოვის რაიონის (ბაშკირეთი) მცხოვრებლები ყოველდღიურად ადევნებენ თვალს ბედის ანაბარად დარჩენილ ძაღლს, რომელიც პატრონმა ერთი თვის წინ მიატოვა, თუმცა, ძაღლი კვლავ ერთსა და იმავე ადგილზე ელოდება მას. 

"ნურიმანოველი ჰაჩიკო", როგორც მას შეარქვეს, ერთ-ერთი სუპერმარკეტის სიახლოვეს ცხოვრობს. ძაღლი მოვლილი ჩანს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ის მთელი დღე გაჰყურებს იმ გზას, სადაც მანქანიდან გადმოსვეს.

საბედნიეროდ, მას კეთილი ადამიანები საკვებს აწვდიან. მისი აყვანის მსურველიც გამოჩნდა, თუმცა, ძაღლი გამოიქცა და ისევ იმავე ადგილზე დაბრუნდა, სადაც პატრონმა დატოვა. ის
ძალიან კეთილია ადამიანების მიმართ, უყვარს ბავშვებიც.

"როგორც ჩანს, იმ ოჯახში, სადაც ის ადრე ცხოვრობდა, ბავშვები
ცხოვრობდნენ, რომლებსაც ეს ძაღლი უყვარდათ."- ამბობს ქალი, რომელიც მას საკვებს აწვდის.

ამ ერთგულ არსებას გამოუჩნდა არაერთი გულშემატკივარი, რომლებიც ცდილობენ მზრუნველი პატრონი მოუძებნონ.

ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი გარდაცვლილ პატრონს საავადმყოფოში თითქმის ერთი წელი ელოდა...

ის პატრონს ორი თვე ქუჩაში, ერთი და იმავე ადგილას ელოდა

ძაღლი, რომელიც პატრონის გარდაცვალების შემდეგ ტაძარში წირვას მარტო ესწრებოდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?