უპატრონო ძაღლმა 300 კილომეტრი გაიარა, რათა თავისი გადამრჩენელი ეპოვა (+ვიდეო)
უპატრონო ძაღლმა 300 კილომეტრი გაიარა, რათა თავისი გადამრჩენელი ეპოვა (+ვიდეო)
ინტერნეტ სივრცეში განხილვის საგნად იქცა უპატრონო ძაღლის ამბავი, რომელიც თავდაუზოგავად ეძებდა ადამიანს, რომელმაც სიკვდილისგან იხსნა.

ძაღლი, სახელად შავი, გასულ ზამთარს როსტოვში იპოვეს. მას თათის ძვლები დამსხვრეული ჰქონდა და ნაგვის ორმოში ეგდო. როგორც ჩანს, მანქანა დაეჯახა და უგულო მძღოლმა ბედის ანაბარა დატოვა. კეთილმა ადამიანებმა ის ვეტერინართან წაიყვანეს. შავს ოპერაცია ჩაუტარდა და რეაბილიტაციას ვეტერინარულ კლინიკაში გადიოდა.

საცოდავ ცხოველს როსტოვში მცხოვრები ცხოველთა მოყვარული ნინა ბარანოვსკაია უვლიდა. როცა ძაღლი გამოჯანმრთელდა, ნინამ ის ვორონეჟის საზღვ
ართან მცხოვრებ ოჯახზე გააჩუქა, რადგან თავად ბინას იცვლიდა და ძაღლის დატოვება არ შეეძლო.

რამდენიმე ხანში შავი ახალ პატრონებს გაექცა იმ იმედით, რომ ნინას იპოვიდა. ძაღლი როსტოვში
ჩავიდა. თავიდან ის ნინას ძველ საცხოვრებელთან ელოდა, ხოლო შემდეგ მთელ ქალაქში დადიოდა, რათა თავისი გადამრჩენელი ეპოვა. საბედნიეროდ, ამხელა ქალაქში შავიმ ნინა ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვა.

ასეთი ერთგული საქციელისთვის, ქალი მიხვდა, რომ მის გაჩუქებას ვეღარ შეძლებდა. საბოლოოდ, ძაღლი ნინასთან დარჩა და დღეს ის მოსიყვარულე პატრონთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

დაკარგულმა ძაღლმა 9 დღე-ღამე იარა, რათა პატრონთან დაბრუნებულიყო

პუდელმა პატრონის მოსაძებნად 50 კილომეტრი გაიარა

ქალმა ათი ათასი კილომეტრი გაიარა, რათა ეპოვა ძაღლი, რომელმაც ის გადაარჩინა
kusa
კარგი ქალია.რომ დაიტოვა საწყალი ცხოველი
dali
საკალელი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?