"სავარაუდოდ, ძაღლი პატრონს მიეხმარა და სწორედ ამის გამო მოკლეს" - სახელმწიფო მოხელეთა გაუგონარი სისასტიკე თუ უსაფუძვლო ბრალდება?
"სავარაუდოდ, ძაღლი პატრონს მიეხმარა და სწორედ ამის გამო მოკლეს" - სახელმწიფო მოხელეთა გაუგონარი სისასტიკე თუ უსაფუძვლო ბრალდება?
სოციალურ ქსელ"ფეისბუკის" ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 ნოემბრის ღამით, უჯარმის წარმომადგენელმა საგარეჯოს საკრებულოში კოტე ღოღელიანმა, უჯარმაში საგარეჯოს გამგებლის რწმუნებულმა დავით აბელაშვილმა და მინდია ჯეირანაშვილმა იქეიფეს და მთვრალებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ასაკოვან მასპინძელს, ხოლო ეზოში დაბმულ ძაღლს, რომელიც მათ უყეფდა, ყელი გამოჭრეს და დამალეს.

თიკო კვალიაშვილი, ცხოველთა უფლებების დამცველი საზოგადოების აქტივისტი:

- არ ვიცით, რას იტყვიან ის ადამიანები, ვისზეც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ არის ბევრი ხელჩასაჭიდი გარემოება, რის გამოც მივიჩნევთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. ეს თუ დადასტურდა, დამნაშავეები აუცილებლად
საკადრისად უნდა დაისაჯონ. მკვდარი ძაღლი იპოვა დაზარალებულის მეზობელმა და ამის მერე იჩივლეს პოლიციაში.
როგორც ვიცი,
დასახელებული პიროვნებები ფიზიკურად გაუსწორდნენ ძაღლის პატრონს, სავარაუდოდ, ძაღლი პატრონს მიეხმარა და სწორედ ამის გამო მოკლეს. ასევე გავიგეთ, რომ ცდილობენ დააშინონ და პოლიციიდან სარჩელი გამოიტანონ. იმედია, პოლიცია ხელს არავის დააფარებს და დამნაშავეები დაისჯებიან.

ინფორმაციის გადამოწმება უჯარმის რწმუნებულთან დავით აბელაშვილითან ვცადეთ:

- მეც გავიგე, რომ სოციალურ ქსელში მსგავსი რამ გავრცელდა და მინდა გითხრათ, რომ ეს არის სრული აბსურდი. სიმართლე გითხრათ, ძაღლთან დაკავშირებულ ინცინდენტზე ზუსტად არაფერი ვიცი, მაგრამ ვაპირებ, გავარკვიო დეტალები. 24 ნოემბერს მე ნამდვილად ვიყავი სოფელ უჯარმაში, მაგრამ ძაღლის ყელის გამოჭრა არ დამინახავს.

- ანუ არ დაგინახავთ, მაგრამ ეს ამბავი იცით ხომ?

- არა, მე ეს ფაქტი არც გამიგია. სიმართლე გითხრათ, ისიც ვერ გავიგე კოტე ღოღელიანი რა შუაშია იმასთან, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ.

- გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სწორედ თქვენ და მან გამოჭერით ძაღლს ყელი...

- ეს დიდი სიცრუეა, ეგეთ რაღაცას წარმოდგენაშიც ვერ დავუშვებ, არათუ გავაკეთებ.

იხილეთ სრულად
თაკო
არ მიყვარს როცა ძალადობას ძალადობით პასუხობენ, მაგრამ როცა ცხოველების სასტიკ მოპყრობას(განსაკუთრებით უპატრონოს) ვიგებ კონტროლს ვკარგავ, ამჯერადაც ასეა და ხმამაღლა ვამბობ, სამუდამო ჯოჯოხეთი მათ, ვინც სადისტურად ეპყრობიან ცხოველებს!
დეა
პასუხისგებაში მიეცით ყველა სასწრაფოდ.ეს უკვე ამაზრზენია და ბოლოს და ბოლოს რას აკეთებს ცხოველთა დაცვა....
liza
პასუხი უნდა აგებინონ ყველა დამნაშავეს, საწყალი ძაღლი გული მომიკვდა. ასეთ რამეს რომ შევესწრო ალბათ მე ვიქცევი მხეცად და ყელს გამოვაჭამ ვინც ძაღლებს ჩაგრავს.
datiko48
მინდია-არ შეიძლება ასეთი ნაძირალები რომ შეადარო მხეცს,მხეცებს უფრო მეტი სითბო აქვთ,ესენი არია გადაჯიშებული უჯიშოთა ხროვა,მომისმინე:სამ წელიწადი ლომები კვებავდნენ ლომს,რომელას კისერზე ჰქონდა დამჭერი მავთული შემოხვეული,და კიდევ ბევრი შემთხვევებია რომ ჩვეულებრივი ცხოველი იცავს არა მარტო მის ჯიშს,არამედ ადამიანებსაც!!!
მანჩო
მაგის ჩამდენი მხეცია და მაგ ძაღლის ცოდვა უნდა მოეწიოს მაგის ჩამდენს!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?