პატრონების უმეტესობა ძაღლს ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიიჩნევს, თუმცა, ეს ცხოველი ადამიანის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზეც დადებით გავლენას ახდენს. სპეციალისტებმა Medical Center-დან (ნიუ-იორკი) ჩაატარეს კვლევა 643 ბავშვზე, რომლებიც იყვნენ 3 წლის ზევით (საშუალო ასაკი 6-7 წელი). ისინი იკვლევდნენ, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს ბავშვზე ძაღლი.
კვლევის დაწყების წინ პატარებმა ფიზიკური დატვირთვის შესახებ ტესტი გაიარეს. იგი ეხებოდა
კვლევის შედეგად, იმ ბავშვების ჯგუფში, რომლებსაც სახლში ძაღლი არ ჰყავდათ, 21% აღმოჩნდა საგანგაშო ემოციურ ზღვარზე.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, რომლის სტაჟიც პედიატრიაში 30 წელს შეადგენს, ამბობს, რომ ხშირად შეხვედრია ბავშვი, რომელსაც პირველი სიტყვა თავის ძაღლთან დაკავშირებით უთქვამს. ეს ამტკიცებს, რომ მიჯაჭვულობა შინაური ბინადრის მიმართ ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა. რაც შეეხება, ზრდასრული ადამიანების ფსიქიკაზე ძაღლის ზემოქმედებას, ეს უკვე დიდი ხანია მეცნიერებამ დაამტკიცა.
ასევე იხილეთ:
შინაურ ბინადრებთან კონტაქტის დროს ბავშვის იმუნიტეტი ძლიერდება და ალერგიული ფონი სუსტდება
მეცნიერებმა დაადგინეს-ძაღლები ონკოპაციენტებს მკურნალობაში ეხმარებიან
რატომ უყვართ ქალების უმეტესობას კატები?