ვიდეოგალერეა
საინტერესო
ტექსტის ზომა + -
9 მინიატურული ძაღლის ჯიში, რომლებიც საუკეთესო დარაჯები არიან
9 მინიატურული ძაღლის ჯიში, რომლებიც საუკეთესო დარაჯები არიან
ძაღლის ჯიშები, რომლებიც კარგად იცავენ სახლს, წარმოგვიდგენია დიდი ტანის, ღონიერი, მეტ-ნაკლებად აგრესიულები, მაგალითად გერმანული ნაგაზი, კავკასიური ნაგაზი და ა.შ. 

უდავოა, მათ ადგილს ვერავინ დაიკავებს, თუმცა, არიან პატარა ჯიშის ძაღლებიც, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკზე წავლენ სახლისა და პატრონის დასაცავად.

კერნ-ტერიერი

Zooclub

ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში. ეს პატარა ზომის ძაღლი ძალიან აქტიური და ჭკვიანია, თუმცა, საკმაოდ ჯიუტი. არ არის რეკომენდირებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირველად აყავს ძაღლი, რადგან მას სჭირდება საკმაოდ კარგი წვრთნა, თუმცა,  უერთგულესი ჯიშია და სახლს დაიცავს ნებისმიერი რისკის ფასად.

ტაქსა

Zooclub

ტაქსა კარგად ახერხებს აკონტროლოს სახლის ყოველი კუთხე. დღე-ღამის ნებისმიერ დროს ის ყურადღებით არის უმნიშვნელო ხმაურზეც კი. მართალია, ტაქსა შეიქმნა ნადირობისთვის, თუმცა, სახლშიც არანაკლები დამცველი და მოდარაჯეა.

მინიატურული შნაუცერი

Zooclub

მინიატურული შნაუცერი ტიპიური შნაუცერისგან ზომებით განსხვავდება. ის ბევრად პატარა ტანის არის, თუმცა, არანაკლებ მამაცია. ის ერთ-ერთი საუკეთესო პატარა ჯიშის ძაღლია, რომელიც კარგად იცავს სახლს.

შიპერკე

Zooclub

ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ბელგიაში. თავდაპირველად მისი დანიშნულება ცხვრის ფარის დაცვა იყო, თუმცა, სახლის პირობებშიც კარგად გრძნობენ
თავს. ის მამაცი და შეუპოვარი ძაღლია, მტკიცე ხასიათით, რომელიც პატრონის დასაცავად ყველანაირ რისკზე წავა.

ამ ჯიშის ყოლა არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც პირველად აყავს ძაღლი.

მინიატურული პინჩერი

Zooclub

ის ძალიან ჰგავს დობერმან პინჩერს, თუმცა, ზომით ბევრად პატარაა. ამ ჯიშის ძაღლი საკმაოდ უშიშარი და საუკეთესო მცველია. ის ყოველთვის მზადყოფნაშია. აქტიური და დამოუკიდებელი ჯიშია. რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძაღლის ყოლის გამოცდილება აქვთ.

ტიბეტური ტერიერი

Zooclub

ტიბეტური ტერიერი, ერთი შეხედვით, ზარმაცი ძაღლის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, ის გამოიყვანეს ბუდისტი ბერებისთვის, რომ კომპანიონობა გაეწიათ და მონასტრის სადარაჯოზე ყოფილიყვნენ. ტიბეტური ტერიერი მოსიყვარულე და ერთგულია პატრონის მიმართ, თუმცა, აგრესიული და ფრთხილი უცნობებთან.

თოი-მინიატურული პუდელი

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ მინიატურულ პუდელს საკმაოდ ჯიუტ და უხასიეთო ძაღლის ჯიშად მიიჩნევს უმეტესობა, ის პატრონის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია. განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა ბავშვების მიმართ, ამასთანავე, ის "ყველაზე ჭკვიანი" ძაღლების ათეულში საპატიო ადგილს იკავებს.

შოტლანდიური ტერიერი

Zooclub

შოტლანდიური ტერიერი ინარჩუნებს ნამდვილი ტერიერის ტემპერამენტს. ის გამოირჩევა მტკიცე ხასიათით. უცხო ადამიანებს ეჭვის თვალით უყურებს და ყოველთვის მზად არის მოახლოებული საფრთხის დროს უკან არასოდეს დაიხიოს.

ჩიხუხახუა

Zooclub

ჩიხუახუა ცნობილია, როგორც ყველაზე ნერვიული ჯიშის ძაღლი. ის გაუჩერებლად იყეფება, როცა მოახლოებულ საფრთხეს გძნობს. სწორი აღზრდის შემთხვევაში ჩიხუახუა საუკეთესო კომპანიონი და სახლის მცველი გაიზრდება.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 10 ჯიში ზარმაცი ადამიანებისთვის

10 ყველაზე ერთგული ძაღლის ჯიში

როგორ შეიცვალა ძაღლის ჯიშები 100 წლის განმავლობაში
ბეჭდვაელფოსტა
elene-s
გერმანული ნაგაზი მინიატურული ძაღლის ჯიშია?
elene nadiradze
კი მაგრამ გერმანული ნაგაზიც უნდა შევიდეს ამ სიაში იგი ძალიან მოსიყვარულე მშვიდი ძაღლია რომელსაც პატრონი ძალიან უყვარს და მას ყოველთვის იცავს)))
მსგავსი სიახლეები
ლაქებიანი ტაბი
ამბობენ, რომ ლაქებიანი ტაბი პირველად ძველ ეგიპტეში გამოიყვანეს. ბეწვის ეს ნახატი საკმაოდ ხშირია გარეულ კატებში.
04.05.2014
კატის ჯიში ელფი

ამერიკული კერლისა და შედარებით უბალნო სფინქსის მეტიზაციის შედეგად აშშ-ში გამოყვანილი ელფი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეემატა ჩვენს დროში შექმნილი ახალი ჯიშების ჩამონათვალს.
14.05.2014
გრძელბეწვიანი სელკირკ რექსი
ჯიშები, რომელთაც წინაპრებად მუშა კატები ჰყავდათ, დღეს, როგორ წესი, მათთან შედარებით დიდი ზომისანი არიან, რაც წმინდა ჯიშებთან მათი შეჯვარების შედეგია.
17.05.2014
ბოლო სიახლეები
ტურისტები ზვიგენთან ფოტოსესიის გამო ჯარიმას გადაიხდიან (+ვიდეო)
ტურისტების წყვილმა, რომელიც ბრაზილიის სანაპიროზე ისვენებდა, ზვიგენთან ერთად ფოტოს გადაღება გადაწყვიტა.
22.02.2017
ამ ძროხას თავი ცხენი გონია! და რატომაც არა!
ძროხამ ახალი ზელანდიიდან გადაწყვიტა, რომ შეიძლება კიდევ რაღაც იყოს, ვიდრე მხოლოდ ძროხა,
22.02.2017
ბრაზილიაში 64 წელიწადში პირველად უიშვიათესი მახრჩობელა გველი ნახეს (+ვიდეო)
ბრაზილიაში ცხოვრობს გველი, რომელიც მსოფლიოში უიშვიათეს სახეობას მიეკუთვნება.
20.02.2017
დაიღუპა ცნობილი ძაღლი, რომელმაც მთელი ცხოვრება  პინგვინების დაცვას მიუძღვნა
ავსტრალიაში დაიღუპა მარემას ჯიშის ძაღლი, სახელად
19.02.2017
ჰასკის ჯიშის ძაღლმა ვეტერინარული კლინიკიდან გაქცევა სცადა და გზად თავისი მეგობრები გაათავისუფლა (+ვიდეო)
ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც გადაღებულია ვეტერინარული კლინიკიდან ჰასკის გაქცევის მცდელობა.
18.02.2017
ნაციონალურ პარკში ყველა ბრაკონიერს გაუფრთხილებლად ესვრიან, ვინც მარტორქაზე ინადირებს
კაზირანგის (ინდოეთი, შტატი ასამი) ნაციონალურ პარკში შედეგიანი აღმოჩნდა  პროგრამა, რომელიც  მარტორქების
17.02.2017
რატომ მოაქვს სამფერა კატას ბედნიერება?
“ბედნიერი” კატის ცხვირ-პირი, როგორც წესი, სამი კონტრასტული ფერითაა შეფერილი: თეთრი, შავი და წითური.
16.02.2017
გენიალური იდეა! ინჟინერმა მოიფიქრა, რით გაართოს ძაღლი, სანამ თავად დაკავებულია (+ვიდეო)
ეს ძაღლი არასოდეს მოიწყენს. მაშინაც კი, როდესაც მისი პატრონი ძალიან დაკავებულია და ბურთს ვერ გადაუგდებს.
16.02.2017
ცნობილი ადამიანების აზრები ცხოველების შესახებ (ნაწილი I)
ადამიანები და ცხოველთა სამყარო - ერთია და განუყოფელი.
16.02.2017
ნევროზი ძაღლებში პატრონის ქცევებზეა დამოკიდებული
სტრესი ძაღლებში ნერვიული პატრონის შედეგია. სწორედ, ასე თვლიან სპეციალისტები
15.02.2017

გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
დიღმის მასივში დაიკარგა ხვადი გერმანული ნაგაზი.
09.01.2017
მალაკნების ბაზრის ტერიტორიიდან დაიკარგა კოკერსპანიელი ჯეკო.
11.01.2017
მთაწმინდაზე დაიკარგა უთბილესი მეტისი ”ყურცქვიტა”.
23.01.2017
ფოტოგალერეა
გამოკითხვა
რა შემთხვევაში მიატოვებდით (ჩააბარებდით თავშესაფარში, გაუშვებდით ქუჩაში, გააჩუქებდით) თქვენს შინარ ცხოველს?