9 მინიატურული ძაღლის ჯიში, რომლებიც საუკეთესო დარაჯები არიან
9 მინიატურული ძაღლის ჯიში, რომლებიც საუკეთესო დარაჯები არიან
ძაღლის ჯიშები, რომლებიც კარგად იცავენ სახლს, წარმოგვიდგენია დიდი ტანის, ღონიერი, მეტ-ნაკლებად აგრესიულები, მაგალითად გერმანული ნაგაზი, კავკასიური ნაგაზი და ა.შ. 

უდავოა, მათ ადგილს ვერავინ დაიკავებს, თუმცა, არიან პატარა ჯიშის ძაღლებიც, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკზე წავლენ სახლისა და პატრონის დასაცავად.

კერნ-ტერიერი

Zooclub

ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში. ეს პატარა ზომის ძაღლი ძალიან აქტიური და ჭკვიანია, თუმცა, საკმაოდ ჯიუტი. არ არის რეკომენდირებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირველად აყავს ძაღლი, რადგან მას სჭირდება საკმაოდ კარგი წვრთნა, თუმცა,  უერთგულესი ჯიშია და სახლს დაიცავს ნებისმიერი რისკის
ფასად.

ტაქსა

Zooclub

ტაქსა კარგად ახერხებს აკონტროლოს სახლის ყოველი კუთხე. დღე-ღამის ნებისმიერ დროს ის ყურადღებით არის
უმნიშვნელო ხმაურზეც კი. მართალია, ტაქსა შეიქმნა ნადირობისთვის, თუმცა, სახლშიც არანაკლები დამცველი და მოდარაჯეა.

მინიატურული შნაუცერი

Zooclub

მინიატურული შნაუცერი ტიპიური შნაუცერისგან ზომებით განსხვავდება. ის ბევრად პატარა ტანის არის, თუმცა, არანაკლებ მამაცია. ის ერთ-ერთი საუკეთესო პატარა ჯიშის ძაღლია, რომელიც კარგად იცავს სახლს.

შიპერკე

Zooclub

ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ბელგიაში. თავდაპირველად მისი დანიშნულება ცხვრის ფარის დაცვა იყო, თუმცა, სახლის პირობებშიც კარგად გრძნობენ თავს. ის მამაცი და შეუპოვარი ძაღლია, მტკიცე ხასიათით, რომელიც პატრონის დასაცავად ყველანაირ რისკზე წავა.

ამ ჯიშის ყოლა არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც პირველად აყავს ძაღლი.

მინიატურული პინჩერი

Zooclub

ის ძალიან ჰგავს დობერმან პინჩერს, თუმცა, ზომით ბევრად პატარაა. ამ ჯიშის ძაღლი საკმაოდ უშიშარი და საუკეთესო მცველია. ის ყოველთვის მზადყოფნაშია. აქტიური და დამოუკიდებელი ჯიშია. რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძაღლის ყოლის გამოცდილება აქვთ.

ტიბეტური ტერიერი

Zooclub

ტიბეტური ტერიერი, ერთი შეხედვით, ზარმაცი ძაღლის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, ის გამოიყვანეს ბუდისტი ბერებისთვის, რომ კომპანიონობა გაეწიათ და მონასტრის სადარაჯოზე ყოფილიყვნენ. ტიბეტური ტერიერი მოსიყვარულე და ერთგულია პატრონის მიმართ, თუმცა, აგრესიული და ფრთხილი უცნობებთან.

თოი-მინიატურული პუდელი

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ მინიატურულ პუდელს საკმაოდ ჯიუტ და უხასიეთო ძაღლის ჯიშად მიიჩნევს უმეტესობა, ის პატრონის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია. განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა ბავშვების მიმართ, ამასთანავე, ის "ყველაზე ჭკვიანი" ძაღლების ათეულში საპატიო ადგილს იკავებს.

შოტლანდიური ტერიერი

Zooclub

შოტლანდიური ტერიერი ინარჩუნებს ნამდვილი ტერიერის ტემპერამენტს. ის გამოირჩევა მტკიცე ხასიათით. უცხო ადამიანებს ეჭვის თვალით უყურებს და ყოველთვის მზად არის მოახლოებული საფრთხის დროს უკან არასოდეს დაიხიოს.

ჩიხუხახუა

Zooclub

ჩიხუახუა ცნობილია, როგორც ყველაზე ნერვიული ჯიშის ძაღლი. ის გაუჩერებლად იყეფება, როცა მოახლოებულ საფრთხეს გძნობს. სწორი აღზრდის შემთხვევაში ჩიხუახუა საუკეთესო კომპანიონი და სახლის მცველი გაიზრდება.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 10 ჯიში ზარმაცი ადამიანებისთვის

10 ყველაზე ერთგული ძაღლის ჯიში

როგორ შეიცვალა ძაღლის ჯიშები 100 წლის განმავლობაში