ვიდეოგალერეა
საინტერესო
ტექსტის ზომა + -
30-ზე მეტმა უსახლკარო ძაღლმა ბედნიერი ცხოვრების ახალი შანსი მიიღო (+ფოტო)
30-ზე მეტმა უსახლკარო ძაღლმა ბედნიერი ცხოვრების ახალი შანსი მიიღო (+ფოტო)
მამაკაცმა, რომელიც უკანასკნელი 16 წელი მარტოდმარტო ველურად ცხოვრობდა, დახმარება მანამ არ მიიღო, სანამ არ დარწმუნდა, რომ მის ძაღლებს ყველაფერი კარგად ექნებოდათ.

ძაღლები ხროვად ცხოვრობდნენ და ამ ადამიანსაც ხროვის ნაწილად თვლიდნენ.

მაგრამ მათგან ბევრი დაავადებული იყო და ბევრი პრობლემა ჰქონდათ.

მათ შორის სამ ძაღლს თათის სერიოზული ტრავმა ჰქონდა, რამოდენიმეს - მოტეხილი კბილი და ღრმა ჭრილობები.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელისუფლება დაარწმუნეს, რომ მამაკაცი და მისი ძაღლები დახმარებას საჭიროებდნენ.

Zooclub

“რამოდენიმე ადამიანი ამტკიცებს, რომ ისინი დიდი ხანია, რაც ამ მამაკაცს იცნობენ”, - აბობს Animal Rescue Corps-ის წარმომადგენელი.
ისინი წლების მანძილზე შესაძლებლობის მიხედვით ეხმარებიან მას და მის ძაღლებს. დიდი ძაღლისხმევის შედეგად მათ დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ მიიღოს სახლი და სამედიცინო დახმარება, რაზეც იგი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ ყველა ძაღლს ექნებოდა თავშესაფარი.

“საზოგადოების წევრები მუშაობდნენ ამ პიროვნებასთან, რომ გაეუმჯობესებინათ მისი ცხოვრების წესი და ეს გადარჩენა - მათი სამუშაოს ნაწილია”, - ამბობს Animal Rescue Corps-ის პრეზიდენტი სკოტლანდ ჰეისი. “იგი არ აპირებდა ძაღლების მიტოვებას და დახმარების მიღებას, სანამ არ დარწმუნდა, რომ ჯგუფი ყველა ძაღლს წაიყვანდა. ჩვენ ძალიან გვახარებს მისი დახმარება”.

Zooclub

ამ უქმეებზე Animal Rescue Corps-მა ძაღლები დროებით თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც ისინი სამედიცინო დახმარებას მიიღებენ და ჩაუტარდებათ ვაქცინაცია.

Animal Rescue Corps ეხმარება იმ ცხოველებს, რომლებიც ადამიანებმა მიატოვეს. ორგანიზაციას შეუძლია იამაყოს 3 დღეში 130 ძაღლის გადარჩენით.

Animal Rescue Corps გეგმავს ძაღლების ყოველდღიურ დახმარებას, სანამ მათ თავშესაფარში არ გადაანაწილებენ, სადაც მათ ახალი ოჯახის პოვნაში დაეხმარებიან.

ჩვენ ყველა ძაღლს ვუსურვებთ, რომ ახალი მოსიყვარულე პატრონი იპოვონ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ბეჭდვაელფოსტა
ნინის
ტექსტში წერია თუ დაუკვირდებით: "დიდი ძაღლისხმევის შედეგად მათ დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ მიიღოს სახლი და სამედიცინო დახმარება, რაზეც იგი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ ყველა ძაღლს ექნებოდა თავშესაფარი." - ანუ ამ კაცსაც მისცეს სახლი და ჯანმრთელობის მხრივაც გაუწიეს დახმარება.
nini
ძაღლებს დაეხმარნენ, მაგრამ ამ ადამიანმა რა დააშავა?
გალერეა
მსგავსი სიახლეები
ჯესიკა ტრინის ბედნიერი ძაღლები
ბევრი პროფესიონალი ფოტოგრაფი აცხადებს, რომ ყველაზე ძნელია ახალშობილებისა და ცხოველების ფოტოგადაღება იმიტომ, რომ ისინი ძალიან ემოციურები და უშუალოები არიან.
03.04.2014
კბილის გახეხვა ძაღლებისთვის
ხომ ყოველდღე იხეხავთ კბილებს? კბილების მოვლა - ძალიან მნიშვნელოვანია. ძაღლის კბილები ასევე საჭიროებენ მოვლას და ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ.
20.05.2014
რა არის ზოოთერაპია და რას მკურნალობენ ძაღლები
ფლორენციაში ძაღლები სულიერ აშლილობებს უმკურნალებენ. სანტა-მარია-ანუნციატას საავადმყოფო ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ზოოთერაპიის განყოფილება გაიხსნება.
09.06.2014
ბოლო სიახლეები
შიდა ქართლში აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგების განთავსებაზე პრაქტიკული სწავლება გაიმართა
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეთა მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად პრაქტიკული სწავლების მორიგი ეტაპი შიდა ქართლის რეგიონში კახეთისა და შიდა ქართლის სპეციალისტებისთვის გაიმართა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგების მონაწილეობით, გორის სოფელ კარალეთში, ვაშლის პლანტაციაში მავნებლის დამჭერი ხაფანგები (ფერომონები) განათავსეს. ტრენინგზე ყურადღება შხამ-ქიმიკატების გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზეც გამახვილდა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა განაცხადა, მოსახლეობის ინფორმირების მიმართულებით კამპანია აქტიურ ფაზაში შედის.
„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები სამეტაპიანია. პირველი და უმთავრესი ეტაპია მოსახლეობის ინფორმირება. ამ მიმართულებით კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. ბრძოლის მეორე ეტაპი - მონიტორინგი - მავნებლის გავრცელების დადგენაში დაგვეხმარება. აღნიშნულის მიზნით, მსოფლიოში ცნობილი ენტომოლოგები პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას უტარებენ ჩვენს სპეციალისტებს. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება მესამე ეტაპის - უშუალოდ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება", - აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა.

სასოფლო-სამურნეო კულტურების ახალი ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, ქართველ სპეციალისტებს გამოცდილებას პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპენციური მეხილეობის ენტომოლოგი გრეგორას კრავჩიკი და პროფესორი ალან შროდერი უზიარებენ.

„ხაფანგის საშუალებით ვატარებთ მონიტორინგს, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, თუ რა რაოდენობის მავნებელია გავრცელებული რეგიონში. ხაფანგის საშუალებით დაჭერილი მწერის რაოდენობით შევძლებთ გავიგოთ, რა სახის დამატებითი ღონისძიება იქნება ჩასატარებელი მათ წინააღმდეგ. თუ მავნებლის პოპულაცია დაბალია, მაშინ წამლობის ჩატარების აუცილებლობა არ არის. დიდი რიცხოვნობის შემთხვევაში, სასწრფოდ უნდა მივიღოთ ზომები მათი პესტიციდების გამოყენებით გასანადგურებლად”, - განაცხადა გრეგორას კრავჩიკმა.
28.03.2017
ფლორიდაში ღორი-პოლიგლოტი გამოზარდეს
ამერიკულ ქალაქ მაიამიში გასართობ პარკ ”ჯანგლ აილენდში” წარმოადგინეს ვიეტნამური ღორი, რომელმაც 100-მდე სიტყვა
28.03.2017
საქართველოში გადაშენების პირას მყოფი კიდევ ერთი ცხოველი მოკლეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
28.03.2017
ვინ ეხმარება ლონდონში გასაჭირში ჩავარდნილ ველურ ცხოველებს?
სწრაფი რუხი ციყვებიდან ყველაზე გამბედავ მელიებამდე - ველური ცხოველები ხშირად ლონდონის ცენტრშიც კი შეიძლება შევამჩნიოთ.
28.03.2017
ამ მოპსებს გაუმართლათ! პატრონი მათზე დიდძალ ქონებას ხარჯავს
30 მოპსი ერთად მართალია, ძალიან საყვარელი, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ძვირი
27.03.2017
როცა ქალმა წაიკითხა, თუ რა ეწერა უსახლკარო მამაკაცს მუყაოს ნაგლეჯზე, დაუყოვნებლივ შეჩერდა
ვილმა პრაისი სახლში მანქანით მიდიოდა, როდესაც გზაზე გაცრეცილი, ჭუჭყიან ტანსაცმელში მდგომი ახალგაზრდა
27.03.2017
გორის ზოოპარკის ბინადარი მიშა გახარებულია - ის ტყუპი ბელის მამა გახდა
გორის ზოოპარკის ბინადარი მიშა გახარებულია - ის ტყუპი ბელის მამა გახდა.
26.03.2017
დედა პანდას პირველი შეხვედრა საკუთარ შვილთან (+ ვიდეო)
პანდას ნაშიერი დაბადებისთანავე მოაცილეს მშობელს, რადგან მას
25.03.2017
ელექტროანძის დემონტაჟის დროს არწივების ბუდე არ დაზიანებულა - ადასტურებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში
24.03.2017

გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
დიღმის მასივში დაიკარგა ხვადი გერმანული ნაგაზი.
09.01.2017
მალაკნების ბაზრის ტერიტორიიდან დაიკარგა კოკერსპანიელი ჯეკო.
11.01.2017
მთაწმინდაზე დაიკარგა უთბილესი მეტისი ”ყურცქვიტა”.
23.01.2017
ფოტოგალერეა
გამოკითხვა
რა შემთხვევაში მიატოვებდით (ჩააბარებდით თავშესაფარში, გაუშვებდით ქუჩაში, გააჩუქებდით) თქვენს შინარ ცხოველს?