30-ზე მეტმა უსახლკარო ძაღლმა ბედნიერი ცხოვრების ახალი შანსი მიიღო (+ფოტო)
30-ზე მეტმა უსახლკარო ძაღლმა ბედნიერი ცხოვრების ახალი შანსი მიიღო (+ფოტო)
მამაკაცმა, რომელიც უკანასკნელი 16 წელი მარტოდმარტო ველურად ცხოვრობდა, დახმარება მანამ არ მიიღო, სანამ არ დარწმუნდა, რომ მის ძაღლებს ყველაფერი კარგად ექნებოდათ.

ძაღლები ხროვად ცხოვრობდნენ და ამ ადამიანსაც ხროვის ნაწილად თვლიდნენ.

მაგრამ მათგან ბევრი დაავადებული იყო და ბევრი პრობლემა ჰქონდათ.

მათ შორის სამ ძაღლს თათის სერიოზული ტრავმა ჰქონდა, რამოდენიმეს - მოტეხილი კბილი და ღრმა ჭრილობები.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელისუფლება დაარწმუნეს, რომ მამაკაცი და მისი ძაღლები დახმარებას საჭიროებდნენ.

Zooclub

“რამოდენიმე ადამიანი ამტკიცებს, რომ ისინი დიდი ხანია, რაც ამ მამაკაცს იცნობენ”, - აბობს Animal Rescue Corps-ის
წარმომადგენელი. ისინი წლების მანძილზე შესაძლებლობის მიხედვით ეხმარებიან მას და მის ძაღლებს. დიდი ძაღლისხმევის შედეგად მათ
დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ მიიღოს სახლი და სამედიცინო დახმარება, რაზეც იგი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ ყველა ძაღლს ექნებოდა თავშესაფარი.

“საზოგადოების წევრები მუშაობდნენ ამ პიროვნებასთან, რომ გაეუმჯობესებინათ მისი ცხოვრების წესი და ეს გადარჩენა - მათი სამუშაოს ნაწილია”, - ამბობს Animal Rescue Corps-ის პრეზიდენტი სკოტლანდ ჰეისი. “იგი არ აპირებდა ძაღლების მიტოვებას და დახმარების მიღებას, სანამ არ დარწმუნდა, რომ ჯგუფი ყველა ძაღლს წაიყვანდა. ჩვენ ძალიან გვახარებს მისი დახმარება”.

Zooclub

ამ უქმეებზე Animal Rescue Corps-მა ძაღლები დროებით თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც ისინი სამედიცინო დახმარებას მიიღებენ და ჩაუტარდებათ ვაქცინაცია.

Animal Rescue Corps ეხმარება იმ ცხოველებს, რომლებიც ადამიანებმა მიატოვეს. ორგანიზაციას შეუძლია იამაყოს 3 დღეში 130 ძაღლის გადარჩენით.

Animal Rescue Corps გეგმავს ძაღლების ყოველდღიურ დახმარებას, სანამ მათ თავშესაფარში არ გადაანაწილებენ, სადაც მათ ახალი ოჯახის პოვნაში დაეხმარებიან.

ჩვენ ყველა ძაღლს ვუსურვებთ, რომ ახალი მოსიყვარულე პატრონი იპოვონ.

იხილეთ ფოტოგალერეა