დედა ძაღლი მოთმინებით ელოდება, როდის გადაარჩენენ მის შვილს ადამიანები (+ვიდეო)
დედა ძაღლი მოთმინებით ელოდება, როდის გადაარჩენენ მის შვილს ადამიანები (+ვიდეო)
ლეკვი დედას გაექცა და შემთხვევით ჩაძვრა სანიაღვრე მილში, საიდანაც ამოსვლა ვეღარ შეძლო. როდესაც მის სიახლოვეს მყოფმა ადამიანებმა ცხოველის ხმა გაიგეს, დაუყოვნებლივ გამოიძახეს სამაშველო სამსახური. 

ლეკვი ვერ ამოდიოდა მილიდან და განწირული ხმით ტიროდა, ხოლო დედა ძაღლი დაბნეული იდგა სანიაღვრე მილთან და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.

პოლიცია დროულად მივიდა შემთხვევის ადგილზე. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ჩაძვრა მილში ერთ-ერთი პოლიციელი და საცოდავი ლეკვი სამშვიდობოს გამოიყვანა. დედა ძაღლი კი, თავისი შვილის გადარჩენას, მოთმინებით ადევნებდა თვალს.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

წყლის მილში ჩავარდნილი ლეკვის გადარჩენა


მაშველებმა წყლის მილში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს, თუმცა, იქ მხოლოდ ძაღლი არ ყოფილა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?