ამ ძაღლის სახე იმდენად დეფორმირებული იყო, რომ ის ღორს მოგაგონებდათ (+ვიდეო)
ამ ძაღლის სახე იმდენად დეფორმირებული იყო, რომ ის ღორს მოგაგონებდათ (+ვიდეო)
მსოფლიოში არაერთი უპატრონო ცხოველია, რომელსაც დახმარება სჭირდება. ინდოეთის ქალაქ უდაიპურში (შტატი რაჯასტანი) უსახლკარო ძაღლი რამდენიმე თვის განმავლობაში გასიებული თავით დადიდოდა. მისი შეხედულება იმდენად უცნაური იყო, რომ ის ღორს მოგაგონებდათ.

ძაღლს გაუმართლა, როცა კეთილმა ქალმა შეამჩნია და დაუკავშირდა Animal Aid-ის ორგანიზაციას, რომლებიც ცხოველებს ეხმარებიან. მათ გადაწყვიტეს საცოდავი ძაღლისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ. ერთი შეხედვით, ცხოველს სიმსივნე დაუდგინდა.

ოთხფეხა არსება ძალიან თბილი და მეგობრული აღმოჩნდა. ადამიანებს იოლად ენდო და ნებას აძლევდა ის გაესიჯათ. როდესაც ძაღლი გამოიკვლიეს, გაირკვა, რომ მას სიმსივნე არ ჰქონდა. ეს იყო
ჩიქოვანი აბსცესი, რომელიც შესაძლოა, ძაღლის კბენის შედეგად განუვითარდა.

Zooclub

ცხოველს გაუკეთდა ოპერაცია. დაშავებული ადგილი გახსნეს, გაუწმინდეს,
ჩაუდგეს დრენაჟი და ჭრილობა გაკერეს.

Zooclub

ის ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელდა და შესამჩნევად გახალისდა.

Zooclub

Animal Aid-ის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ძაღლების უმეტესობა, რომლებსაც ისინი ეხმარებიან, ბრუნდებიან ქუჩაში, სადაც მანამდე ცხოვრობდნენ. რადგან ინდოეთში ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლია, ხოლო თავშესაფარი ძალიან ცოტა. თავშესაფრებში რჩებიან მხოლოდ ის ცხოველები, რომლებიც ქუჩის ცხოვრებას ვერ გადაურჩებიან.

ამ ძაღლის შესახებ არ არსებობს ინფორმაცია, რა ბედი ეწია წარმატებული ოპერაციის შემდეგ - დარჩა თავშესაფარში, თუ ისევ ქუჩაში დაბრუნდა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ლაბრადორის მუცელში აღმოაჩინეს 62 თმის რეზინი, 8 ქვედა საცვალი და ერთი ე.წ. ბანდაჟი

როგორ გადაარჩინა გოგონამ მომაკვდავი კნუტი

თითქოს მისი სიცოცხლე დასრულდა.. ვინ შეიფარებდა 10 წლის უსინათლო ძაღლს, მაგრამ..