გახსოვთ ძაღლი, რომელიც თავშესაფარში ტიროდა? მან საბოლოოდ იპოვა მზრუნველი პატრონი
გახსოვთ ძაღლი, რომელიც თავშესაფარში ტიროდა? მან საბოლოოდ იპოვა მზრუნველი პატრონი
ალბათ გახსოვთ სულისშემძვრელი ფოტო, სადაც სევდიანი ძაღლი იდგა გალიის გისოსებთან და ტიროდა. სოციალურ ქსელში მისი სურათი ათასობით ადამიანმა გააზიარა, ყველა ცდილობდა მისთვის მზრუნველი პატრონი მოეძებნა. საბედნიეროდ, კარგი ამბავი სწრაფად გავრცელდა - ძაღლი მოსიყვარულე ოჯახში გაჩუქდა.

როდესაც "High Plains Humane Society"-ის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ისინი ვერც წარმოიდგენდნენ რამხელა გამოხმაურება მოყვებოდა ამას. ათასობით ზარი შედიოდა თავშესაფარში და ძაღლის აყვანის სურვილს გამოთქვამდა.

მომვლელებმა მსურველებს შორის, ცხოველთა მოყვარული და მზრუნველი ოჯახი შეარჩიეს. ემოციური ცხოველი გაჩუქდა საუკეთესო პატრონზე.

რამდენიმე ხნის შემდეგ, ძაღლის ახალმა პატრონმა გაავრცელა ფოტო,
სადაც თავის ახალ ბინადართან თამაშობს. ცხოველის გულშემატკივრები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი ბედნიერი სახის დანახვისას.

Zooclub
რომელიც თავშესაფარში ტიროდა? მან საბოლოოდ იპოვა მზრუნველი პატრონი" />

"არ დაგავიწყდეთ, რომ თავშესაფარში ყოფნა ცხოველებისთვის არის მტანჯველი პერიოდი. ყველა ცხოველი იმსახურებს სიყვარულსა და მზრუნველობას. ნუ დაელოდებით ფოტოებს, რომელიც გაჩვენებთ ცხოველის სასოწარკვეთილ გამომეტყველებას. ესტუმრეთ ადგილობრივ თავშესაფრებს და გადაარჩინეთ ერთი ძაღლის სიცოცხლე მაინც."- სწორედ ეს კომენტარი დაურთო პატრონმა თავისი ახალი ბინადრის ფოტოს.

თემის დასაწყისი:

თავშესაფარში მყოფი ლეკვი ფოტოგრაფმა ცრემლიანი თვალებით აღბეჭდა

darejani fruidze
მე დიდი სურვილი მაქ ერტი ავიყვანო მაგრამ ვიცი ეს არსდროს ჰემისრულდება ეს ოცნება რავაც გაიგებენ პრნციაზე და დახმარებაზე ვარ სხვა ნაირად დაიწყებენ ლაპარაკს არადად მატი მოვლა არ გამიჯირდება ვიცი ტუ გინდატ ეტი მყავდეს ეს ოცნება ჰემისრულეტ ცრმი ტელეფონის ჰომერზე გამომეხმაუროს მსურველმა 579120809ან მომწერეტ ვეისფუკზე ოგონდ იყოსკოკარ სპანიელი ციხვახუა მოფსი და იორკი ეგენი სულ მყავდა გტხოვტ დზალიან ველოდები ტქვენ პასუხს
lali -s
მეც ამ აზრს ვიზიარებ
ნანა
ღმერთმა ამრავლოს კეთილი ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ ნებისმიერ სულიერ არსებაზე
lali
საერთოდ უნდა გაუქმდეს ეს ეგრეთწოდებული თავშესაფრები, წაიყვანონ ძაღლები ქუჩიდან, მაგრამ არა იქ გამოკეტვის მიზნით, არამედ აცრან,გაუკეთონ სტერილიზაცია და კასტრაცია, ჩაუტარონ გარკვეული პროცედურები და გაუშვან ისევ. თავისუფალ ცხოველს შეუძლია თავად მოიპოვოს საკვები კეთილი და გულისხმიერი ადამიანების დახმარებით. დახურეთ თავშესაფრები, ყველამ ამოიღოს ხმა ამ სისასტიკეზე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?