გახსოვთ ძაღლი, რომელიც თავშესაფარში ტიროდა? მან საბოლოოდ იპოვა მზრუნველი პატრონი
გახსოვთ ძაღლი, რომელიც თავშესაფარში ტიროდა? მან საბოლოოდ იპოვა მზრუნველი პატრონი
ალბათ გახსოვთ სულისშემძვრელი ფოტო, სადაც სევდიანი ძაღლი იდგა გალიის გისოსებთან და ტიროდა. სოციალურ ქსელში მისი სურათი ათასობით ადამიანმა გააზიარა, ყველა ცდილობდა მისთვის მზრუნველი პატრონი მოეძებნა. საბედნიეროდ, კარგი ამბავი სწრაფად გავრცელდა - ძაღლი მოსიყვარულე ოჯახში გაჩუქდა.

როდესაც "High Plains Humane Society"-ის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ისინი ვერც წარმოიდგენდნენ რამხელა გამოხმაურება მოყვებოდა ამას. ათასობით ზარი შედიოდა თავშესაფარში და ძაღლის აყვანის სურვილს გამოთქვამდა.

მომვლელებმა მსურველებს შორის, ცხოველთა მოყვარული და მზრუნველი ოჯახი შეარჩიეს. ემოციური ცხოველი გაჩუქდა საუკეთესო პატრონზე.

რამდენიმე ხნის შემდეგ, ძაღლის ახალმა პატრონმა გაავრცელა ფოტო,
სადაც თავის ახალ ბინადართან თამაშობს. ცხოველის გულშემატკივრები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი ბედნიერი სახის დანახვისას.

Zooclub
რომელიც თავშესაფარში ტიროდა? მან საბოლოოდ იპოვა მზრუნველი პატრონი" />

"არ დაგავიწყდეთ, რომ თავშესაფარში ყოფნა ცხოველებისთვის არის მტანჯველი პერიოდი. ყველა ცხოველი იმსახურებს სიყვარულსა და მზრუნველობას. ნუ დაელოდებით ფოტოებს, რომელიც გაჩვენებთ ცხოველის სასოწარკვეთილ გამომეტყველებას. ესტუმრეთ ადგილობრივ თავშესაფრებს და გადაარჩინეთ ერთი ძაღლის სიცოცხლე მაინც."- სწორედ ეს კომენტარი დაურთო პატრონმა თავისი ახალი ბინადრის ფოტოს.

თემის დასაწყისი:

თავშესაფარში მყოფი ლეკვი ფოტოგრაფმა ცრემლიანი თვალებით აღბეჭდა

მსგავსი სიახლეები