ცხოველთა დამცველებმა სტამბულიდან ამერიკაში ქუჩაში გაგდებული რეტრივერები გაიყვანეს
ცხოველთა დამცველებმა სტამბულიდან ამერიკაში ქუჩაში გაგდებული რეტრივერები გაიყვანეს
ფლორიდის ცხოველთა დამცველების რამოდენიმე ჯგუფი გაერთიანდა 18 ოქროსფერი რეტრივერის გადასარჩენად. ისინი სტამბულის ქუჩებში იყვნენ პატრონების მიერ გამოგდებულნი.

"Associated Press"-ის გადმოცემით, ოქროსფერი რეტრივერი ადრე თურქეთში მაღალი სტატუსის მაჩვენებელს წარმოადგენდა, თუმცა, რადგან ძვირად მხოლოდ ლეკვები ფასობდნენ, ბევრი ზრდასრული ძაღლი ქუჩაში აღმოჩნდა.

თითო ძაღლის აშშ-ში გადაყვანა ცხოველთა დამცველებს 2000 დოლარი დაუჯდათ. ამჟამად ცხოველები კარანტინში არიან მოთავსებულები, რომლის დასრულების შემდეგ მათ ახალ ოჯახებს მოუძებნიან.

რამოდენიმე ხნით ადრე ამერიკელმა აქტივისტებმა სახლიდან გაგდებული ძაღლები სამხრეთ კორეიდან გამოიყვანეს.