კაცმა თეთრი გერმანული ნაგაზი შუა უდაბნოში გამავალ ტრასაზე ჩამოსვა და წავიდა.. ძაღლი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ პატრონმა ის სასიკვდილოდ გაწირა.. (+ვიდეო)
კაცმა თეთრი გერმანული ნაგაზი შუა უდაბნოში გამავალ ტრასაზე ჩამოსვა და წავიდა.. ძაღლი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ პატრონმა ის სასიკვდილოდ გაწირა.. (+ვიდეო)
უცნაურია, როგორ შეუძლია ადამიანს მიატოვოს არსება, რომელსაც ის სიცოცხლეზე მეტად უყვარს. მითუმეტეს, სასიკვდილოდ გაწიროს.

ცხოველთა გადარჩენის საზოგადოების Hope for Paws-ის წარმომადგენლების ცნობით, კალიფორნიაში თეთრი ნაგაზი, სახელად ვინუსი, პატრონმა შუა უდაბნოში ტრასაზე ჩამოსვა და უკანმოუხედავად გააგრძელა გზა.

საბრალო ცხოველმა იქ 4 თვე გაატარა. ის გადარჩენისათვის მთელი არსებით იბრძოდა. ძაღლი ცხოველთა დამცველებმა იმ მომენტში შეამჩნიეს, როდესაც მან ტრასა გადაირბინა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს პატარა გუბეში წყალი დაელია.

Zooclub

მისი მიტყუების ყველა ცდა ამაოდ დასრულდა. ამიტომ გადაწყდა, რომ
ძაღლი სედაციის დახმარებით დაეძინებინათ.

ამის შემდეგ ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. შემდეგ კი მას ახალი მოსიყვარულე ოჯახი უპოვეს.

გაუფრთხილდით ჩვენს პატარა ერთგულ მეგობრებს! - შესაძლოა მათზე მეტად ამ სამყაროში არც არავის უყვარხართ!

იხილეთ ვიდეო
celi
ეს ვიღაც მუდრეგი თავად უნდა წააათრიო უდაბნოში და დააგდო ღვთის ანაბარად, ვნახოთ ერთი მერე როგორ "იჭიკჭიკებს"!!!!!!
ემზო
რა მგონია იცით, ადამიანს თუ ცხოველის გაწირვა ასე ერთი ხელისმოსმით შეუძლია ის ახლობელი ადამიანებისთვისაც საშიშია რადგან ფსიკიკასთან არაადეკვატურია, ამიტომაც ჩვენ მის ასეთ ბოროტულ ქმედებას ვერ ვხსნით და ვერც ვხვდებით თუ რატო იქცევიან ადამიანები ასე და როგორ შეიძლება ცხოველის ასე უმოწყალოდ გაწირვა რაც ჩემთვისაც მიუღებელია.
ნია
სამწუხაროდ, ვიდეოში არ ჩანს, რომ ვინმემ შეიფარა. წერია, რომ გაავრცელეთ ვიდეო, ახალი პატრონი ვუპოვოთო. იმ შეუგნებელს კიდევ მინდა ვუთხრა - პოლიტიკას რიგირთი ადამიანები არ წყვეტენ! ეს გოგონები რა შუაში არიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან? ნუ დაკარგავთ საღი აზროვნების უნარს და ნუ გძულთ ცხოველები!!
!!!!!!
შენნაირები რომ არიან დედამიწაზე, იმოტომ ,,წელიწადში 5 ქვეყანას აოხრებენ", თორემ ლიზასავით და ლელასავით კეთილი ადამიანები რომ სჭარბობდნენ დედამიწაზე, ეს პრობლემაც არ იქნებოდა და საერთოდ ვისაც არ გიყვართ ცხოველები რას დაეთრევით ამ საიტზე?
ლელა
ლიზას ვეთანხმები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?