კაცმა თეთრი გერმანული ნაგაზი შუა უდაბნოში გამავალ ტრასაზე ჩამოსვა და წავიდა.. ძაღლი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ პატრონმა ის სასიკვდილოდ გაწირა.. (+ვიდეო)
კაცმა თეთრი გერმანული ნაგაზი შუა უდაბნოში გამავალ ტრასაზე ჩამოსვა და წავიდა.. ძაღლი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ პატრონმა ის სასიკვდილოდ გაწირა.. (+ვიდეო)
უცნაურია, როგორ შეუძლია ადამიანს მიატოვოს არსება, რომელსაც ის სიცოცხლეზე მეტად უყვარს. მითუმეტეს, სასიკვდილოდ გაწიროს.

ცხოველთა გადარჩენის საზოგადოების Hope for Paws-ის წარმომადგენლების ცნობით, კალიფორნიაში თეთრი ნაგაზი, სახელად ვინუსი, პატრონმა შუა უდაბნოში ტრასაზე ჩამოსვა და უკანმოუხედავად გააგრძელა გზა.

საბრალო ცხოველმა იქ 4 თვე გაატარა. ის გადარჩენისათვის მთელი არსებით იბრძოდა. ძაღლი ცხოველთა დამცველებმა იმ მომენტში შეამჩნიეს, როდესაც მან ტრასა გადაირბინა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს პატარა გუბეში წყალი დაელია.

Zooclub

მისი მიტყუების ყველა ცდა ამაოდ დასრულდა. ამიტომ გადაწყდა, რომ
ძაღლი სედაციის დახმარებით დაეძინებინათ.

ამის შემდეგ ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. შემდეგ კი მას ახალი მოსიყვარულე ოჯახი უპოვეს.

გაუფრთხილდით ჩვენს პატარა ერთგულ მეგობრებს! - შესაძლოა მათზე მეტად ამ სამყაროში არც არავის უყვარხართ!

იხილეთ ვიდეო