ქალი დასასვენებლად წავიდა და იქიდან საოცარი საჩუქრით დაბრუნდა
ქალი დასასვენებლად წავიდა და იქიდან საოცარი საჩუქრით დაბრუნდა
გერმანიის მოქალაქე ემი კარტონი ფილადელფიაში დასასვენებლად იმყოფებოდა. იგი სახლში განსაკუთრებული საჩუქრით დაბრუნდა.

ემი დაბადების დღის აღნიშვნას სანაპიროზე გეგმავდა, როდესაც პოლიციელს შეხვდა. მან ემის აჩვენა ლეკვები, რომლებიც მიტოვებულ პოლიციის მანქანაში ცხოვრობდნენ. ნახევარ-საათიანი თამაშის შემდეგ კარტონი მზად იყო დაეტოვებინა ცხოველები, თუმცა, პოლიციელმა ის ერთ-ერთი ლეკვით დაასაჩუქრა.

Zooclub

"ვფიქრობდი, სწორად ვიქცეოდი თუ არა, მაგრამ მგონია, რომ ლეკვი ჩემთან უფრო კარგად იქნება, ვიდრე იქ, სადაც იყო."- ამბობს ემი.

Zooclub

მას შემდეგ, რაც ტურისტმა საჩუქარი მიიღო პოლიციელისგან, ის და თავისი ოთხფეხა ბინადარი ბადი, განუყრელი მეგობრები გახდნენ. იმისათვის,
რომ ლეკვი გერმანიაში წაეყვანა, ემი 3 თვით დარჩა ფილადელფიაში. მან ცხოველისთვის ყველა საჭირო საბუთი მოამზადა.
ქალის თქმით, ეს ამად ღირდა.

Zooclub

"ძალიან რთული პროცესია, ცხოველის ტრანპორტირებისთვის მოიპოვო ყველა საჭირო საბუთი. ზოგჯერ ვფიქრობდი უარი მეთქვა და მარტო დავბრუნებულიყავი გერმანიაში, თუმცა, არ შემეძლო ბადი დამეტოვებინა უპატრონოდ. ძალიან მიყვარს ეს პატარა ბიჭი."- ამბობს ემი.

ასევე იხილეთ:

ძაღლებმა, რომლებმაც არ იცოდნენ, რა იყო სიყვარული, ეს გრძნობა პირველად განიცადეს!

მიტოვებული ძაღლი გზის პირას პატრონს ერთი თვეა ელოდება

უპატრონო ძაღლმა 300 კილომეტრი გაიარა, რათა თავისი გადამრჩენელი ეპოვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?