სპეციალისტები რეკომენაციას უწევენ ძაღლის 10 ჯიშს, რომლებსაც ოჯახში შემოაქვთ სასიამოვნო განწყობა და დეპრესიაში ყოფნის საშუალებას არ მოგცემენ.
ლაბრადორ რეტრივერი
იშვიათი შემთხვევაა, ამ ჯიშის ძაღლი ცუდ განწყობაზე იყოს. ის მოსიყვარულე, ლოიალური და ერთგული ცხოველია.
ძალიან უყვარს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა და
ნიუფაუნდლენდი
ეს უზარმაზარი ფუმფულა ჯიში, საუკეთესო ანტიდეპრესანტია. ნიუფანუნდლენდი დაბადებულია წყლის მაშველად, ყოველთვის ეხმარება ადამიანებს, როცა ამას საჭიროება მოითხოვს.
ოქროსფერი რეტრივერი
ეს ჯიში თავისი სასაცილო საქციელით ახალისებს ოჯახის წევრებს. ის არასოდეს მისცემს პატრონს ნეგატიურ განწყობაზე ყოფნის საშუალებას. ოქროსფერი რეტრივერი ყოველთვის ცდილობს ადამიანების ყურადღება მიიქციოს.
კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი
ჩარლზ სპანიელი უბედნიერესია, როცა პატრონის გვერდითაა. მათ მოსწონთ მყუდროება და ყოველთვის ცდილობენ პატრონის გულის მოგებას.
ბოქსიორი
შეეცედეთ მისი თანდასწრებით იყოთ მელანქოლიურ განწყობაზე, ის ნამდვილად არ მოგცემთ ამის საშუალებას. ბოქსიორი ბუნებით მხიარული ძაღლია, მას ძალიან მოსწონს სპორტული თამაშები (მაგალითად: ბურთით თამაში, ჯოხის გადაგდება და ა.შ.). ის პატრონის საუკეთესო მეგობარია.
მოპსი
მისი კუდითა და დიდი თვალიებით თუ ვიმსჯელებთ, ვერ ვიტყვით, რომ მოპსი მხიარული ხასიათის ძაღლია. ეს სულელი ცხოველი ცოცხლობის იმისთვის, რომ პატრონი გააბედნიეროს. უწილადოს მას სიყვარული და ყურადღება.
ჩიხუახუა
ვერ იტანთ მარტო მგზავრობას, მაღაზიაში სიარულს და ა.შ. ? ეს პატარა ზომის ბინადარი საუკეთესო კოპანიონია. ის ყოველთვის თავდაჭერილად იქცევა ყველა სიტუაციაში და გვერდიდან არ მოგშორდებათ. ჩიხუახუა ბედნიერია მაშინ, როცა პატრონის გვერდითაა.
გერმანული დოგი
გერმანული დოგი=დიდი სიყვარული. ეს უზარმაზარი ძაღლი პატარა ბავშვივით ითხოვს პატრონის ყურადღებასა და მზრუნველობას. ის ერთ-ერთი უსაყვარლესი ძაღლის ჯიშია, რომელიც პატრონს დეპრესიაში ყოფნის საშუალებას არ მისცემს.
ფრანგული ბულდოგი
სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ამ ჯიშის ძაღლი დიდი პროპულარობით სარგებლობს. მისი დიდი თვალები, მიჭყლეტილი ცხვირი და გაბერილი დრუნჩები, ყოველთვის გამოხატავს სიხარულსა და დადებით განწყობას, ასე რომ პატრონს მოდუნების საშუალებას არასოდეს მისცემს.
გადარჩენილი მეტისი
გადარჩენილი მეტისი ანუ შერეული ჯიშის ძაღლი ამ სიაში განსაკუთეებულ ადგილს სამართლიანად იკავებს. ძირითადად ეს ძაღლები იზრდებიან ქუჩაში ან თავშესაფარში. მათ არ იციან მზრუნველობა, სიყვარული, თუმცა, ძალიან სურთ, ვინმეს უწილადონ თავიანთი სითბო. თუ მეტისს აიყვანთ, სამუდამოდ მადლობელი იქნება თქვენი და თქვენს გვერდით გაატარებს თავის დარჩენილ სიცოცხლეს. ეს ძაღლი ყოველთვის შეგიქმნით განწყობას და გვერდიდან არ მოგშორდებათ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი.
ასევე იხილეთ:
10 ყველაზე ერთგული ძაღლის ჯიში
9 მინიატურული ძაღლის ჯიში, რომლებიც საუკეთესო დარაჯები არიან
10 მიზეზი, რომ ძაღლი პატრონის სულის ნაწილია