ძაღლი ყეფდა და პატრონს რაღაცას ანიშნებდა
ძაღლი ყეფდა და პატრონს რაღაცას ანიშნებდა
3 წლის ძაღლი კენაი პატრონთან ერთად სეირნობდა, როცა შემთხვევით დაშავებული არწივი მინესოტას ტყეში, თოვლით დაფარულ მდინარის ნაპირთან შენიშნა. ფრინველი თოვლში გაუნძრევლად იწვა და ფრენა არ შეეძლო. კენაი მიუახლოვდა არწივს, ხოლო შემდეგ დიდ ხმაზე ყეფა და წკმუტუნი დაიწყო, ამასთანავე, მოშორებით მდგარ პატრონს ანიშნებდა, რომ მას გაყოლოდა.

როცა კენაის პატრონი კერი ბარნი ფრინველს მიუახლოვდა, არწივს არც უცდია გაფრენა, რადგან არ შეეძლო.

Zooclub

ღამდებოდა, ამიტომ კერიმ გადაწყვიტა არწივი დაეტოვებინა და მეორე დღეს მაშველებთან ერთად დაბრუნებულიყო.

Zooclub

მეორე დილით არწივი გადაიყვანეს ადგილობრივი რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც გარეულ
ცხოველებს მკურნალობენ. ვეტერინარის თქმით, ფრინველის ფრთა დაზიანებული იყო, თუმცა, მოტეხილობა არ ჰქონდა. რამდენიმე დღიანი მკურნალობის
შემდეგ არწივს ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

Zooclub

რომ არა კენაის საქციელი, შესაძლოა, დაშავებული არწივი მომკვდარიყო.

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლმა გადაარჩინა გოგონა, რომელსაც მანქანამ დაარტყა. მძღოლმა ის ტყეში გადააგდო

ასეთი მეგობრობა წარმოუდგენელი იყო - მაიმუნმა ლეკვი გადაარჩინა და "იშვილა"

დღეს მე ადამიანი გადავარჩინე....