მას შემდეგ, რაც ძაღლმა ახალი ოჯახი იპოვა, მის სახეს ბედნიერი გამოხედვა არ შორდება
მას შემდეგ, რაც ძაღლმა ახალი ოჯახი იპოვა, მის სახეს ბედნიერი გამოხედვა არ შორდება
ძაღლს კინტას ალბათ არასოდეს ჰქონია ღიმილის მიზეზი. ის დაახლოებით ერთი წლის იყო, როდესაც მაიქლმა იპოვა მეზობლის მანქანის ქვეშ შეშინებული და დათრგუნული.

მამაკაცმა ის ვეტერინართან წაიყვანა. ცხოველი შიმშილისგან გამოფიტული და დაუძლურებული იყო. მას მიკროჩიპი არ აღმოაჩნდა, რაც პატრონის მოძებნაში დაეხმარებოდა.

მაიქლი რამდენიმე თვე ეძებდა კინტას პატრონს, თუმცა, ამაოდ. ამ პერიოდში მამაკაცი იმდენად შეეჩვია ცხოველს, რომ მისი ოჯახის განუყრელი წევრი გახდა.

Zooclub

როცა კინტა პირველად მიიყვანა მაიკლმა სახლში, ძაღლი დამნაშავე, მორცხვი გამოხედვით აკვირდებოდა ოჯახის წევრებს, თუმცა, მოფერებისა და მზრუნველობის შედეგად, ძაღლი შეიცვალა. მას შემდეგ,
ცხოველის სახეს ღიმილი და ბედნიერი გამოხედვა არ შორდება. თითქოს ოჯახის წევრებს თვალებით უხდის მადლობას დიდი
მზრუნველობისთვის.

Zooclub

კინტა უკვე 8 წლისაა და უზომოდ უყვარს ოჯახის ყველა წევრი. ახალისებს მათ თავისი სასაცილო თამაშით და სიყვარულს უნაწილებს თითოეულ მათგანს.

Zooclub

მას ასევე ჰყავს განსაკუთრებული მეგობრები, რომლებიც მაიქლის ოჯახში ცხოვრობენ - კატა ჰანი, სამი ზღვის გოჭი სმორი, ლემონი და ნუდლესი.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?