ცოცხლად დამარხულ ძაღლს დახმარების თხოვნა არ შეუწყვიტავს
ცოცხლად დამარხულ ძაღლს დახმარების თხოვნა არ შეუწყვიტავს
მავერიკის სიცოცხლე არასოდეს ყოფილა ადვილი. 12 წლის ძაღლს (გერმანული ნაგაზს) მიტოვების შემდეგ, მანქანა დაეჯახა და ბოლოს ენოტისთვის დაგებულ ხაფანგში გაება. როდესაც მან საბოლოოდ იპოვა სახლი, ალბათ ფიქრობდა, რომ მისი პრობლემები დასრულდებოდა.

თუმცა, იგი წყალსადენ ჭაში სღმოჩნდა.

მავერიკი თავისი სახლიდან (მისური) გასული თვის ბოლოს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. იგი გზის პირას წყლის ჭაში მოხვდა, ასე მან ფაქტობრივად ცოცხლად დაიმარხა თავი.

Zooclub

ოჯახი და მეგობრები 3 დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. დარდობდნენ, შიშობდნენ, რომ ის სახლთან ახლოს მდებარე ტბაში ჩავარდა და დაიხრჩო. მაგრამ ერთხელაც
მავერიკის პატრონს, ლაიზა ვან ვოლკენბერგს ძაღლის ძახილი მოესმა.

როდესაც ოჯახი მიხვდა რაც მოხდა, ისურვეს, მთელი
ძალებით თავად დახმარებოდნენ მავერიკს, მაგრამ ეშინოდათ, რომ ჭა არ ჩანგრეულიყო, რადგან ეს მავერიკს საბოლოოდ დამარხავდა.

Zooclub

ადგილობრივი სახანძრო განყოფილების დახმარებით, მავერიკის ამოყვანა მოხერხდა. გადარჩენის ოპერაცია 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

საწყალი ძაღლი სასწრაფოდ მიიყვანეს ვეტერინართან.

Zooclub

ერთ საათში მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. მავერიკმა რამოდენიმე დღე გაატარა ვეტერინართან. სასიხარულო ისაა, რომ მავერიკი მხოლოდ მსუბუქად დაშავდა.

წინა კვირას ძაღლი სახლში დაბრუნდა.

Zooclub

ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ მავერიკის ცხოვრებაში აღარასოდეს მოხდება მსგავსი შემთხვევები და მშვიდად განაგრძობს ცხოვრებას. // o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o // o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o // o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?