მხატვრებმა რალფ ლაზარიმ და ლიზა სვერლინგმა შექმნეს ილუსტრაციები, რომელთა ნახვის შემდეგაც ამოიცნობთ "ძაღლების სიყვარულით გადარეულ" ადამიანს. ნახატები იმდენად კარგად გამოხატავს სინამდვილეს, რომ შესაძლოა, საკუთარი თავიც ამოიცნოთ.
Skype-ით ესაუბრებით თქვენს ძაღლს, როცა სხვა ქალაქში ხართ.
თქვენს ტელეფონში ძაღლების ფოტოები იმაზე მეტია, ვიდრე ადამიანების.
ხშირად საუბრობთ თქვენს ძაღლთან ისე, როგორც
თქვენი ძაღლის ნივთების შესაძენად უფრო მეტ თანხას ხარჯავთ, ვიდრე საკუთარი თავისთვის.
არაერთხელ გადაგიდიათ საკუთარი გეგმები, თქვენი ძაღლის გამო.
თქვენს ძაღლს სახლში ყველაზე კომფორტული ადგილი აქვს.
სახლის კედლებზე არაერთი ფოტოა, რომელიც გადაღებული გაქვთ თქვენს ძაღლთან ერთად.
ძაღლები თქვენს საწოლში უფრო მეტ ადგილს იკავებენ, ვიდრე თქვენ, თუმცა, ეს დისკომფორტი არ გაწუხებთ.
თქვენს სახლში არაერთი ძაღლი ბინადრობს.
ქუჩაში სიარულისას, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიეფეროთ ყველა ძაღლს, რომელიც გზად შეგხვდებათ.
თუ ყველა კრიტერიუმს ან ნახევარზე მეტს აკმაყოფილებთ, თქვენ "ძაღლებზე გადარეული" ადამიანი ბრძანდებით.
ასევე იხილეთ:
5 ნიშანი, რომ კატა სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ
5 ნიშანი, რომ თქვენს ძაღლს ძალიან უყვარხართ
რატომ ირჩევს ძაღლი ოჯახში მხოლოდ ერთ მეურვეს?