ვიდეოგალერეა
საინტერესო
ტექსტის ზომა + -
ის ელოდებოდა ოჯახს, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდებოდა
ის ელოდებოდა ოჯახს, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდებოდა
ძაღლების ერთგულებასა და სიყვარულზე არაერთი ამბავი გვსმენია. ზოგჯერ მათი საქციელი ადამიანისთვის ნამდვილი მაგალითია. ეს კიდევ ერთი ისტორიაა ძაღლზე, რომელიც ოჯახის წევრებს ჩამორჩა და ერთი თვის განმავლობაში ელოდებოდა მათ მდინარის ნაპირზე.

როდესაც ოჯახი ბანკოკის (ტაილანდი) მდინარის გადაკვეთას ცდილობდა, მათი ძაღლი შემთხვევით წყალში ჩავარდა და ნავზე ასვლა ვეღარ შეძლო, ამიტომ ისევ ნაპირზე დაბრუნდა, ხოლო პატრონებმა გზა განაგრძეს.

ცხოველი ერთი თვის განმავლობაში მოთმინებით ელოდა მდინარის ნაპირას, მაგრამ მის წასაყვანად პატრონები არ დაბრუნებულან. თვითმხილველების თქმით, ძაღლი სევდიანი თვალებით აკვირდებოდა მდინარის სივრცეს, თუმცა, ამაოდ.

Zooclub

კეთილი ადამიანები მას საკვებს აწვდიდნენ, თავიდან ძაღლი არავის ეკარებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ჭამა დაიწყო. ის ნაპირს კვლავ არ შორდებოდა.

Zooclub

ეს უსასრულოდ გაგრძელდებოდა, რომ არა კეთილი ადამიანი, რომელმაც მისი აყვანა გადაწყვიტა. მამაკაცმა ის სახლში წაიყვანა და რუა დაარქვა, რაც "გმირს" ნიშნავს.

Zooclub

არავინ იცის, რატომ არ დაბრუნდნენ რუას ოჯახის წევრები მის წასაყვანად, თუმცა, ის დღეს მოსიყვარულე და მზრუნველ ოჯახში ცხოვრობს.

Zooclub

"ყოველდღიურად მისი ნახვა სევდით მავსებდა, როცა გავიგე მისი ახალი პატრონის შესახებ ძალიან გამიხარდა. იმედია, დროთა განმავლობაში დარდი შეუმსუბუქდება." - ამბობს ადამიანი, რომელიც რუას კვებავდა.

ასევე იხილეთ:

ის პატრონს ორი თვე ქუჩაში, ერთი და იმავე ადგილას ელოდა

ძაღლი მანქანიდან გადმოაგდეს და მიატოვეს, ის მთელი ძალით მისდევდა მათ...

უპატრონო ძაღლმა 300 კილომეტრი გაიარა, რათა თავისი გადამრჩენელი ეპოვა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
თეგებით მსგავსი სიახლეები
საბაჟოზე 6 მილიონი დოლარის ღირებულების სპილოს კონტრაბანდული ეშვი აღმოაჩინეს (+ვიდეო)
საბაჟოზე 3 ტონაზე მეტ კონტრაბანდულ საქონელს, აფრიკული სპილოს ეშვებს კონფისკაცია ჩაუტარდა.
30.04.2015
წყვილმა უსახლკარო ძაღლის გადასარჩენად თაფლობის თვე გადადო (+ფოტო)
ახალდაქორწინებულები ნიკოლ მარშმანი და დარენ ბუდინი კუნძლ კო-ჩანგაზე (ტაილანდი) ისვენებდნენ.
10.03.2016
მამაკაცი ყოველდღე 80 უპატრონო ძაღლს კვებავს
5 წელია, რაც 48 წლის მამაკაცი მაიკლ ბეინსი ყოველდღიურად 80 უპატრონო ძაღლს
19.04.2016
ბოლო სიახლეები
კატა ბობო 9 წელია, მაღაზიაში მუშაობს
ჟღალი კატა ბობო 9 წლის განმავლობაში მუშაობს
25.09.2016
 ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება
ხვალ, აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება.
24.09.2016
პიჟამების საღამოს წყალობით, თავშესაფრის ცხოველები ახალ სახლებს პოულობენ (+ფოტო)
პიჟამების ეს საღმო არ არის მხოლოდ გართობა. ეს სერიოზული პროექტია!
22.09.2016
ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ძაღლი ასე შეიცვლებოდა, ჭარბი წონისგან მას სიარულიც აღარ შეეძლო
ნებისმიერი მოსიყვარულე პატრონი თავის ოთხფეხა მეგობარს გემრიელი სასუსნავებით ანებივრებს, მაგრამ ზღვარი
22.09.2016
ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოკონკურსის 20 ფინალისტი ფოტო (+ფოტო)
მივეჩვიეთ ცნობილი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ველური ბუნების საოცრად ლამაზ ფოტოებს.
20.09.2016
ბავშვები ვერ აცნობიერებენ შეშინებული ძაღლისგან საფრთხეს
ბავშვებმა, როგორც წესი, იციან, რომ აგრესიულ ძაღლთან მიახლოება არ
20.09.2016
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა აიყვანოთ ინგლისური ბულდოგი
ინგლისური ბულდოგი 2014 წლიდან, ქენელ კლუბის (AKC) მონაცემებით,  ოთხი ყველაზე
20.09.2016
ამ ძაღლებს ჰგონიათ, რომ საიმედოდ იმალებიან (+ფოტო)
ზოგჯერ ძაღლები ბავშვებივით არიან: მათ ჰგონიათ, რომ თვალს დახუჭავენ
19.09.2016
ყველაზე საყვარელი ოჯახი, ორი ტაქსა და ერთი ზღარბი
რას მიიღებთ, თუ აიყვანთ ორ ტაქსასა და ერთ ზღარბს? ყველაზე საყვარელ
19.09.2016
წარმოიდგინეთ, ზოგ ცხოველს თვალები წინ რომ ჰქონდეს (+ფოტო)
სოცქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, სახელად Reddit-მა, ცოტა ხნის წინ მტრედის ფოტო დადო. ეს მტრედი უცნაური აღმოჩნდა.
18.09.2016

გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
დიდ დიღომში დაიკარგა ჩარლი.
06.08.2016
ნაძალადევში დაიკარგა ხვადი ჩალისფერი ქართული ნაგაზი.
21.08.2016
პატარა გლდანში (გლდანულასთან ახლოს) დაიკარგა 6 თვის ლაიკა.
27.08.2016
ფოტოგალერეა